გაუთვალისწინებელი ევთანაზია: ბელგიაში ექიმებმა ქალი ბალიშით გაგუდეს

10 September 2023 12:46
2550
ბელგიაში მედიკოსებმა პაციენტი მოკლეს. ფოტო: RTL info ბელგიაში მედიკოსებმა პაციენტი მოკლეს. ფოტო: RTL info

ექიმებმა ვერ გათვალეს ლეტალური ინექციის დოზა და იძულებული გახდნენ პაციენტი ბალიშით დაეხრჩოთ.

ბელგიაში ექიმებმა ევთანაზიის დროს ლეტალური ინექციის საჭირო დოზა ვერ გამოთვალეს და პაციენტი ბალიშით გაგუდეს, იუწყება ფრანგული რესურსი RTL info.

შემთხვევა ქალაქ უპეიში მოხდა, სადაც 36 წლის ალევსინამ მას შემდეგ რაც გაიგო, რომ კიბოს ბოლო სტადია ჰქონდა, ევთანაზიის გზით სიკვდილი გადაწყვიტა.

თუმცა, თავად ევთანაზია წარუმატებელი გამოდგა - წამლის დოზა არ იყო საკმარისი და ექიმებმა (ექიმმა და ორმა ექთანმა) გადაწყვიტეს პაციენტის დახრჩობა ბალიშით.

ალევსინას ქმარი და ქალიშვილი, მისი ანდერძისამებრ, ამ დროს სახლიდან გავიდნენ.

ფრანგული საიტის ცნობით, ექიმებს მკვლელობის ფაქტის დამალვა სურდათ, თუმცა ერთ-ერთი ექთნის ნათესავმა მომხდარის დეტალები რომ შეიტყო, პროკურატურას შეატყობინა.

ბელგიელმა პოლიტიკოსმა და ექიმმა ჟაკ ბროშიმ ჟურნალისტებთან მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ მომხდარი „ამცირებს ევთანაზიის კონცეფციას, რომელიც ადამიანს ემარება ტკივილის გარეშე დაასრულოს სიცოცხლე“.

მანამდე მჯკ წერდა, რომ იტალიაში კათოლიკე ეპისკოპოსი ევთანაზიის მხარდასაჭერად გამოვიდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ