ფანარიონმა განაცხადა, რომ პასუხისმგებელია მართლმადიდებლობის ერთიანობაზე

24 November 2020 13:36
11
მაიკ პომპეო და პატრიარქი ვარფოლომეი. ფოტო: romfea.gr მაიკ პომპეო და პატრიარქი ვარფოლომეი. ფოტო: romfea.gr

ფანარიონზე თვლიან, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი - ისტორიული მომენტია.

2020 1ლის 17 ნოემბერს, კონატრანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა ემანუელ გალსკიმ განაცხადა, რომ ფანარიონი პასუხისმგენელია მსიფლიო მართლმადიდებლობის ერთიანობაზე, იტყობინება გამომცემლობა „რომფეა“.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის მაიკ პომპეოს ფანარიონზე ვიზიტს მიტროპოლიტმა ემანუელმა „ისტორიული მომენტი“ უწოდა.

ამასთანავე, მიტროპოლიტმა ემანუილმა შეგვახსენა, რომ მსგავსი ვიზიტი განახორციელა მისმა წინამორბედმა (როგორც ჩანს მხედველობაში ჰყავდა ჯო ბაიდენი - რედ.).

ფანარიონის წარმომადგენელ ამბობს, რომ პატრიარქ ვარფოლომეის და მაიკ პომპეოს შეხვედრის დროს „განხილული იყო აღმსარებლობის და ფუნდამენტური უფლებების თავისუფლების საკითხები“ ისევე როგორც „ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების არსებობის დაცვის და მართლმადიდებლობის საკითხები მთელს მსოფლიოში.“

როგორც ეკუმენური საპატრიარქო პასუხისმგებელი ვართ მართლმადიდებლობის ერთიანობასა და მისთვის სარგებელზე, და მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ უზენაესი წესის - მშვიდობა მსოფლიოში, უზრუნველყოფაში,“ - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ემანუელმა.

კითხვაზე, ბ-ნი პომპეო შეეხო თუ არა წმინდა სოფიას საკითხს, ფანარიონელმა იერარქმა დადებიტად უპასუხა, მაგრამ დასძინა, რომ არ არის უფლებამოსილი კომენტარი გააკეთოს ამ საკითხთან დაკავშირებით.

ამასთანავე, მისი თქმით, პატრიარქი ვარფოლომეი „არაერთხელ დაუბრუნდა ამ საკითხს და გამოხატა ეკუმენური საპატრიარქოსადმი თანაგრძნობა ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.“

ადრე მჟკ წერდა, რომ კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის, კიკოსის მიტროპოლიტის ნიკიფორეს აზრით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მოქმედებას, უკრაინისთვის „ავტოკეფალიის“ მინიჭებას, მივყავართ მსოფლიო მართლმადიდებლობის საშნელ განხეთქილებამდე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ