ფანარიონის ქმედებებს საშინელ განხეთქილებამდე მივყავართ, - კვიპროსის ეკლესია
კვიპროსისი ეკლესიის მიტროპოლიტი თვლის, რომ ეკლესიებს შორის ევქარისტული ურთიერთობების გახლეჩა დოგმატური ან კანონიკური მიზეზით - არა მხოლოდ დასაშვებია, არამედ აუცილებელია.
კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის კისოსის და ტილირიის მიტროპოლიტი ნიკიფორი თვლის, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მოქმედება უკრანისთვის „ავტოკეფალიის’ მინიჭებას მივყავართ საშინელ განხეთქილებამდე, - იტყობინება მეუ სსუდ-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტი) ვებ-გვერდი.
კვიპროსის ეკლესიის იერარქი დარწმუნებულია, რომ „ეკუმენური პატრიარქის ვარფოლომეის ქმედებებს მივყავართ .... საშინელ სქიზმატამდე, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლიო მართლმადიდებლობის სხეულს.“
„ეკუმენური პატრიარქის ცალმხრივი, თვითნებური და არაკანონიკური გადაწყვეტილება უკრაინის სქიზმატური დაჯგუფებებისთვის ავტოკეფალური საეკლესიო სტრუქტურის მინიჭება, გარდა იმისა, რომ ქმნის დიდი საეკლესიო პრობლემას და მთელ პან-მართლმადიდებლურ ერთიანობას გახლეჩვის საფრთხეს უქმნის, ის შეუქცევადად ძირს უთხრის ეკუმენური საპატრიარქოს პან-მართლმადიდებლურ ავტორიტეტს, როგორც მართლმადიდებლური საპატრიარქოებისა და ავტოკეფალური ეკლესიების მაკოორდინებელ ცენტრს“, - წერს მეუფე ნიკიფორი.
ის ხაზს უსვამს, რომ „ორ ეკლესიას შორის ევქარისტული კავშრის გაწყვეტა, როცა საუბარია დოგმატურ მიზეზებზე ან კანონიკის დარღვევაზე - არა მხოლოდ დასაშვებია, არამედ ამას მოითხოვს როგორც კანონები, ასევე საუკუნოვანი საეკლესიო ტრადიცია.“
„შესაბამისად, მოსკოვის მართლმადიდებლური ეკლესია სწორად მოიქცა, როცა ხელმძღვანელობდა კანონებით (10 და 11 სამოციქულო კანონი, I მსოფლიო კრების 5 წესი, 2 ანტიოქიის საბჭოს წესი), რომ გაეწყვიტა ეკუმენურ საპატრიარქოსთან ევქარისტული კავშირი იმ იმედით, რომ გაუქმდებოდა ის მიზეზები, რომლებმაც მიიყვანა ეს კავშრი გაწყვეტამდე და აღდგებოდა კავშირები ორივე ეკლესიას შორის „მშვიდობითა და სიყვარული“, რომელსაც მოყვებოდა მათ შორის ევქარისტული კავშირის აღდგენა“, - თვლის არქიერი.
ადრე მჟკ წერდა, რომ კიკოსის მიტროპოლიტის ნიკიფორის აზრით, უკრაინელების დიდი ნაწილი უნეტარესი ონუფრის ომოფორიონის ქვეშაა.