ბელგიაში ჰომოსექსუალისტებისთვის ბავშვთა ბაზრობა გაიმართა
ბელგიურ ონლაინ-ბაზრობაზე ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლებს სუროგატი დედის ან ჩვილი ბავშვის შერჩევის შესაძლებლობა მისცეს.
7-8 ნოემბერს ბელგიაში ჰომოსექსუალისტებისთვის ჩატარდა სუროგატული დედებისა და ჩვილი ბავშვების ონლაინ-ბაზრობა სათაურით «Men Having Babies» (ბავშვის მყოლი/ყოლის მსურველი მამაკაცები).
ადრე, ღონისძიებები ტარდებოდა ბრიუსელში სასტუმრო „ჰილტონში“, მაგრამ როგორც ორგანიზატორების ვებ.გვერდზეა აღნიშნული - წელს, საკარანტინე შეზღუდვებმა გამოიწვია ვირტუალურ ფორმატში გადასვლა.
რეგისტრაციისთვის გეი-მონაწილეებს უნდა გადაეხადათ 20 ევრო.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ვირტუალური გამოფენაც, სადაც შესაძლებელი იყო სუროგატი დედის და იმ ქალების მონაცემების დანახვა, რომლებიც მზად არიან გააჩინონ/გაყიდონ უკვე დაბადებული ბავშვები და ხელი მოაწერონ უარყოფას მყიდველის სასარგებლოდ. მონაწილეებს ამ ქალებთან კერძო ონლაინ-კომუნიკაციის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
როგორც ბაზრობის ორგანიზატორების აღნიშნავენ, მონაწილეებს სთავაზობდნენ „სუროგაციულ დედობასთან დაკავშირებული ხარჯების მნიშვნელოვანი ეკონომიის ახალ შესაძლებლობებს“.
როგორც იტყობინებოდა მჟკ, 2019 წელს ბრიუსელში, ლგბტ-წყვილებისათვის ჩატარდა სუროგატი დედების და ბავშვების ბაზრობა, სადაც ჩვილების ყიდვა-გაყიდვა იყო ლეგალურად რეგისტრირებული, ხოლო ფასები მერყეობდა „ხარისხის მიხედვით“ - $ 95 000-დან $ 160 000-მდე.