უწმინდესი და უნეტარესი ონუფრი: ეკლესია შედის აპოკალიფსის ეპოქაში

16 November 2020 19:00
80
უწმინდესი და უნეტარესი ონუფრი. ფოტო: news.church.ua უწმინდესი და უნეტარესი ონუფრი. ფოტო: news.church.ua

მეუ(კ)-ს წინამძღვარი დარწმუნებულია, რომ ვინც შეეცდება უფალთან იცხოვროს, ის იქნება განსაკუთრებული მადლის მფარველობის ქვეშ, რაც გააძლიერებს მას.

მეუ(კ)-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (კანონიკური) წინამძღვარი, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონუფრი თვლის, რომ ეკლესია შევიდა აპოკალიფსის ეპოქაში. ამის შესახებ უნეტარესმა მეუფემ ჟურნალისთვის „მწყემსი და ფარა“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ელექტრონული პასპორტების შემოღების, ნაღდი ფულის ბრუნვის შემცირების, ციფრული იდენტიფიკატორების გამოჩენის, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის სრული შესაძლო კონტროლის შესახებ კომენტარის დროს მიტროპოლიტმა ონოფრემ აღნიშნა, რომ „კაცობრიობის ცხოვრებაში მომხდარი ბოლოდროინდელი ცვლილებები მოწმობს იმას, რომ ჩვენ შევდივართ ახალ, ისტორიულ ეპოქაში, რომელიც საეკლესიო ენაზე აპოკალიფტურს ნიშნავს.“

ელექტრონული პასპორტების შემოღების, ნაღდი ფულის ბრუნვის შემცირები, ციფრული იდენტიფიკატორების გამოჩენის, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის  სრული შესაძლო კონტროლის შესახებ კომენტარის დროს მიტროპოლიტმა ონოფრემ აღნიშნა, რომ „კაცობრიობის ცხოვრებაში მომხდარი ბოლოდროინდელი ცვლილებები მოწმობს იმას, რომ ჩვენ შევდივართ ახალ, ისტორიულ ეპოქაში, რომელიც საეკლესიო ენაზე აპოკალიფტურს ნიშნავს.

„ამის შესახებ საუბარია ახალ აღთქმაში, განსაკუთრებით ახალი აღთქმის ბოლო წიგნში ღვთისმეტყველ იონას გამოცხადებაში. ამ ეპოქას, ხალხისთვის ახალი გამოწვევები და განსაცდელები მოაქვს, მაგრამ ის, ვინც ეცდება უფალთან იცხოვროს, ის იქნება განსაკუთრებული მადლის მფარველობის ქვეშ, რაც გააძლიერებს ადამიანს და დაეხმარება ღირსეულად გადალახოს ყველა სირთულე.“ - ხაზი გაუსვა მეუ()- წინამძღვარმა.

ამავე დროს, კითხვაზე, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი მორწმუნეების სულიერ ცხოვრებაზე, პასუხის დროს მიტროპოლიტმა ონოფრემ განაცხადა: „სადაც ღმერთია - იქ ნეტარებაა, და ვინც ეცდება მიეჯაჭვოს ღმერთს, ის, უმძიმეს განსაცდელშიც კი დალოცვილი იქნება. მომავალი განსაცდელების გადასალახად, ადამისანისათვის ყველაზე ძლიერი სულიერი იარაღი ლოცვა და თავმდაბლობაა. ვინც მოიხმობს უფალს - გადარჩება“.

ამავე დროს, ამბობს უწმინდესი და უნეტარესი, მომავალში „მორწმუნეთა რაოდენობის მხრივ ეკლესია დასუსტდება, ხოლო მორწმუნეთა სულიერი ცხოვრების ხარისხის მიხედვით, ეკლესია გაძლიერდება“.

მანამდე სპჟ წერდა, რომ მეუ()- წინამძღვარმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის აღდგებოდა ურთიერთობა ფანარიონსა და მერ-ს (რუსული მართლმადიდებლური ეკლესია) შორის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ