მეუ-ს სასულიერო პირი, პოლიციაში დანიშვნისთვის ქრთამის აღებაზე დააკავეს
მეუ-ს "მღვდელმა" და მისმა თანამოაზრე-პოლიციელმა გასცა დაპირება, რომ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ შეძლებენ პოლიციაში, ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნის საკითხის მოგვარებას
როვნოში, "ავანსის" სახით 25 ათასი დოლარის აღების ფაქტზე დაკავებულია პოლიციაში თანამდებობებზე დანიშვნით "მოვაჭრე"ორი პირი. ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ განსაკუთრებით დიდი მასშტატბებით ჯგუფური თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი და მისი თანამოაზე- მღვდელმსახური, რომლის კონფესიაც (აღმსარებლობა) არ ზუსტდება. თუმცა, როგორც მჟკ-თვის გახდა ცნობილი, მოვლენების ფიგურანტია მეუ-ს "მღვდელი" და კაპელანი ტარას ვოლიანიკი.
დამნაშავეები დააკავეს 2020 წლის 6 ნოემბერს. როვენსკის მხარის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი და მეუ-ს "მღვდელი" აპირბდნენ როვნოს საპატრულო პოლიციის თანამშრომლისგან ქრთამის პირველი ნაწილის აღებას, მისი რაიონთაშრის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნის სანაცვლოდ. ამ საჭირო საკადრო დანიშვნისთვის საქმის მონაწილეები სულ ითხოვდნენ 100 ათას დოლარს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკავებულები მომდევნო 60 დღეს გაატარებენ პატიმრობაში, ხოლო პოლიციელს გაანთავისუფლებენ დაკავებული თანამდებობიდან. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სანქცია ითვალისწინებს 5-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ქონების კონფისკაციას.
არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ "ვაჭრობის" სულისჩამდგმელი იყო მეუ-ს წარმომადგენელი პირადად ტარას ვოლიანიკი, რომელიც "მსხვერპლს" ეცნობოდა როგორც უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი და არწმუნებდა, რომ პირდაპირი კავშირები აქვს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელთან, ბ-ნ ანდრეი ერმაკთან.
წინასაგამომძიებლო პროცედურები ტარდება ხმელნიცკში, ტერიტორიული მმართველობის სახელმწიფო საგამომძიებლო ბიუროს გამომძიებლების მიერ.
როგორც მჟკ იტყობინებოდა, ეროვნულმა პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მეუ-ს მღვდელის წინააღმდეგ, რომელიც ძალადობრივი სიკვდილით ემუქრებოდა მეუ(კ)-ს მღვდელს.