კიევ-პეჩერსკის ლავრა მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს
უმე-ის მორწმუნეები ლოცულობენ ლავრაში მშვიდობისა და უკრაინის გამარჯვებისთვის, უკრაინელი ჯარისკაცებისთვის და ყველა ომში დაზარალებულისთვის.
25 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, კიევ-პეჩერის ლავრასთან, წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის ეკლესიის წინ, უკრაინისთვის ლოცვა დაიწყო, იუწყება ,,მირიანეს’’ ტელეგრამ-არხი.
ღვთისმსახურებას ხელმძღვანელობს სამების იონინსკის მონასტრის წინამძღვარი, ობუხოვის მთავარეპისკოპოსი იონა.
მართლმადიდებელი მორწმუნეები ლოცულობენ მშვიდობისა და უკრაინის გამარჯვებისთვის, უკრაინელი ჯარისკაცებისთვის და ყველასთვის, ვინც ომში დაზარალდა. ლოცვის მონაწილეებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები.
ლოცვა 19:00 საათამდე გაგრძელდება.
როგორც ლავრის პრესსამსახური იუწყება, სალოცავის კედლებთან ლოცვა ყოველდღიურად იმართება.
„წმინდა მონასტრისთვის რთულ პერიოდში, უძველესი მონასტრის მონახულების აკრძალვის გამო, ყველას, ვისაც სურს სალოცავის წინ ილოცოს, აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს კიევ-პეჩერის ლავრის შესასვლელთან გამართულ წირვაში. ნათქვამია შეტყობინებაში.
ღვთისმსახურება ყოველდღე აღევლინება წმინდა მღვიმელი აღაპიტის და რადონეჟელი სერგის ეკლესიებში, ასევე საღამოს ამ ეკლესიებთან ახლოს.
როგორც მჟკ იტყობინება, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, უმე-ის წინამძღვარმა, მისმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ კიევ-პეჩერის ლავრაში, წმინდა აღაპიტის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღასრულა.