ჩერკასკის მღვდელმთავარმა რეიდერების მიერ მიტაცებული ტაძრის წინამძღვარი დააჯილდოვა

23 August 2023 16:57
1052
მიტროპოლიტი თეოდოსი აჯილდოებს დეკანოზ ევგენი ბურკაცკის. ფოტო: cherkasy.church.ua მიტროპოლიტი თეოდოსი აჯილდოებს დეკანოზ ევგენი ბურკაცკის. ფოტო: cherkasy.church.ua

დეკანოზმა ევგენი ბურკაცკიმ უმე-ს ჩერკასკის ეპარქიის უმაღლესი ჯილდო მიიღო.

2023 წლის 23 აგვისტოდ ჩერკასკისა და კანევსკის მიტროპოლიტმა თეოდოსმა დააჯილდოვა მეუ-ს მომხრეების მიერ საოლქო ცენტრში მიტაცებული მირქმის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ევგენი ბურკაცკი ჯილდოთი „ეკლესიის ერთგულებისთვის და მამაცობისთვის“. ამის შესახებ იუწყება უმე-ს ჩერკასკის ეპარქიის პრეს-სამსახური.

ჯილდოს გადაცემა მღვდელმთავრის რეზიდენციაში შედგა, სადაც ის საშინაო პატიმრობაში იმყოფება. მღვდელმა მეუფე მეუღლესთან და შვიდ შვილთან ერთად მოინახულა.

„თბილი მიღებისა და მღვდლის ოჯახთან ურთიერთობის შემდეგ, მიტროპოლიტმა თეოდოსმა დეკანოზ ევგენის და მის ოჯახს ჩერკასკის ეპარქიის უმაღლესი ჯილდო „ეკლესიის ერთგულებისა და მამაცობისთვის გადასცა“, რითაც აჯილდოვებენ ერთგულ მღვდლებს, ბერებს და ერისკაცებს, ვინც სიმამაცე და სიმტკიცე გამოიჩინა მდევნელთაგან ქრისტეს წმინდა ეკლესიის დაცვაში“, - აღნიშნავს პრეს-სამსახური.

მღვდელმთავარმა მამა ევგენის ოჯახის წევრებს აგრეთვე საჩუქრები გადასცა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 2023 წ. 3 აგვისტოს აქტივისტები ძალოვნების მხარდაჭერით ჩერკასკის მირქმის ეკლესიაში შეიჭრნენ და სამრევლო სახლიდან ეკლესიის წინამძღვარი  და მისი ოჯახი გამოყარეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ