მაკედონიის წინამძღვარმა უნეტარესს ინტრონიზაციის თარიღი მიულოცა
ოქრიდისა და მაკედონიის არქიეპისკოპოსმა სტეფანემ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრეს მისალოცი გაუგზავნა.
მაკედონიის ეკლესიის ოქრიდისა და მაკედონიის არქიეპისკოპოსმა სტეფანემ უნეტარეს ონოფრეს ინტრონიზაციის 9 წელი მიულოცა, - იუწყება უმე-ს პრეს-სამსახური.
„გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა!“ - ქრისტეს ამ სიტყვებით დაიწყო თავისი მოლოცვა მაკედონიის ეკლესიის წინამძღოლმა.
„თქვენო უნეტარესობავ, ამ დღეს, როდესაც 9 წელი სრულდება თქვენი არჩევიდან კიევის მიტროპოლიტთა ტახტზე, ნება მიბოძეთ პირადად ჩემი და მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა წმინდა სინოდის - ოქრიდის არქიეპარქიის სახელით მოგილოცოთ ეს დღესასწაული, გისურვოთ ღვთის შეწევნა ყველა კეთილ საქმეში“, - ნათქვამია გზავნილში.
უნეტარესმა არქიეპისკოპოსმა გაიხსენა მიტროპოლიტ ონოფრეს წინამორბედები კიევის ტახტზე და უსურვა მას, რომ კიდევ მრავალი წელი ემსახუროს ქრისტეს ეკლესიას.
„აგრძელებთ რა თქვენი კურთხეული წინამორბედების საქმეებს, პეჩერელი წმინდანებისა და ღვთისთვის ყველა სათნო ადამიანის ლოცვით, გულწრფელად გისურვებთ, რომ ღვთის წყალობით მოგენიჭოთ ძალა და სიბრძნე, რათა კიდევ მრავალი წელი ემსახუროთ ქრისტეს ეკლესიას“, - თქვა მისმა უნეტარესობამ.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ანტიოქიის პატრიარქმა უმე-ს წინამძღოლს ინტრონიზაციის თარიღი მიულოცა.