ბრიტანელებს უჩვენეს ფილმი ადამიანის ხორცისგან სტეიკების წარმოების შესახებ
დოკუმენტურად სტილიზებული ფილმი მოგვითხრობს, თუ როგორ ამზადებენ ადამიანის ხორცს საკვებად.
ბრიტანულ ტვ-ით აჩვენეს ფსევდო დოკუმენტური ფილმი „გრეგ უოლესი: ბრიტანული ხორცი-სასწაული“, სადაც მოთხრობილია ადამიანის ხორცის წარმოების შესახებ, რომელიც გამოიყენება საკვებად, - წერს BBC.
„უოლესი. გენიალური ტელეწამყვანი, უფრო ცნობილია როგორც კულინარული რეალითი-შოუს MasterChef BBC-ზე თანაწამყვანი, იყო ნახევარსაათიანი პროგრამის Channel 4-ის წამყვანი კვებითი ტექნოლოგიების ახალი განვითარების შესახებ. „ეს, - თქვა მან, თან გაბრწყინებული სახით აწოდებდა სტეიკს, - ხელოვნურად შექმნილი ადამიანის ხორცია. მართალია, ცილა ადამიანის უჯრედებისგან არის შექმნილი“. ის ჰგავდა საქონლის ხორცს, ოდნავ მარმარილოს ზედაპირით“, - წერენ ჟურნალისტები.
ფილმში აღწერილია ტექნოლოგია, სადაც 30 კილოგრამიან ხორცის ნაჭრებს ამზადებენ რეზერვუარებში, რომლებიც მდიდარია კვებითი ნივთიერებებით, დონორების მიერ მოწოდებული ადამიანის ხორცის თხელი ნაჭრებისგან.
რესურსის ცნობით, მაყურებელი შუა ფილმში მიხვდა, რომ უყურებდა პაროდიას.
ფილმის შემქმნელთა სიტყვებით, ისინი შთაგონებულები იყვნენ ჯონათან სვიფტის სატირული ესეთი „მოკრძალებული წინადადება“, სადაც მწერალი სთავაზობდა ირლანდიელ ღარიბებს, რომ თავიანთი შვილები მდიდრების საკვებად გაეყიდათ.
მაყურებლის რეაქცია ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას: თუ ადამიანს შეუძლია დაიჯეროს, რომ ეს სიმართლეა, ესე იგი სინამდვილეში საქმე ცუდად არის“, - განაცხადა ფილმის დირექტორმა ტომ კინგსლმა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ესპანეთში ზოოფილიის ლეგალიზება ხდება.