მოსკოვში მუსლიმები რმე-ს ტაძარში ლოცულობდნენ, რადგან მეჩეთი "დანაღმული" იყო
მუსლიმები გაოცებულები იყვნენ, რომ ევაკუირებულ იყვნენ მხოლოდ პარასკევის ლოცვისთვის შეკრებილები.
2023 წლის 28 ივლისს მოსკოვში მუსლიმებს პარასკევის ლოცვის აღსრულება მოუწიათ მართლმადიდებლურ ტაძარში მას შემდეგ, რაც მათ აცნობეს, რომ მეჩეთი „დანაღმული იყო“, იტყობინება Kotelniki 24 ტელეგრამის არხი.
მეჩეთი კოტელნიკში საცხოვრებელ კორპუსში მდებარეობს და ე.წ. „კულტურულ ცენტრად“ არის გათვლილი.
„შემოვიდა ინფორმაცია, რომ მეჩეთი, რომელიც შექმნილია ე.წ „კულტურულ ცენტრად“ და განთავსებული იყო პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსში, პოკროვსკის 2 ნომერში, 4 კორპუსი 2, დანაღმული იყო, ამიტომ მეჩეთის მუშაკების ევაკუაცია მოხდა, პარასკევის ლოცვა არ ჩატარდა“. ნათქვამია შეტყობინებაში.
ვიდეოში, რომელიც მუსლიმებმა გადაიღეს, სამართალდამცავები ახსნა-განმარტებებს აძლევენ, თუ რა ხდება. მათივე თქმით, შენობა მუსლიმების მიერ ნაქირავებ სამივე მისამართზე იყო „დაღმული“, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე.
სახლის მაცხოვრებლების ევაკუაცია არ განხორციელებულა და მასში განთავსებული კომერციული სტრუქტურები განაგრძობდნენ მუშაობას.
მუსლიმები გაოცებულები იყვნენ, რომ ევაკუირებულ იყვნენ მხოლოდ პარასკევის ლოცვისთვის შეკრებილები.
„ერთი მეხანძრე და ერთი საგზაო პოლიციის თანამშრომელია. სახლის მაცხოვრებლები მშვიდად იყურებიან ფანჯრებიდან, არავის ევაკუაცია არ მომხდარა, არაფერს აკეთებენ. მაღაზიები და ფიტნეს კლუბი ასევე აგრძელებენ მუშაობას“, - ამბობს მუსლიმური თემის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
მუსლიმებმა აღნიშნეს, რომ არსებულ პირობებში მათ მართლმადიდებლური ეკლესიის ტერიტორიაზე ლოცვა მოუწიათ.
როგორც მჟკ იუწყებოდა, თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ერდოღანმა აია-სოფია მარწუხებისგან გაათავისუფლა.