ეკიფანე "მსახურობდა" დრაბინკოს ტაძრის ნახევრსდ ცარიელ დარბაზში

20 October 2020 01:32
84
უმე-ის უმე-ის "იერარქები" "მსახურებაზე" ფერისცვალების ტაძარში.ფოტო:ალექსანდრე დრობინკოს ფეისბუქი

ალექსანდრე დრაბინკომ გადასცა ეპიფანეს ჯვარი უფლის ცხოველცმყოფელი ჯვრის ნაწილებით და განაცხადა, რომ დუბენკო წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს. 

2020 წლის 11 სექტემბერს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარმა ეპიფანე დუბენკომ ახალი შექმნილი რელიგიური სტრუქტურის 11 ''იერარქთან" ერთად ჩაატარა "მსახურება" უკრაინის დედაქალაქის "ტერემკი"-ს ფერისცვალების ტაძარში, იუწყება უკრაინის უმე-ის საიტი.  

აღნიშნულ "მსახურებაში" , რომელიც შედგა ტაძრის კურთხევის მეათე წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის "იერარქებთან" ერთად მონაწილეობას იღებდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ეგზარქისი არქიმანდრიტი მიქაელი.

ტაძრის სამრევლო საბჭოს თავჯდომარემ იგორ ლისოვმა მრევლის სახელით დუმენკოსადმი გამოთქვა მადლიერება "ვიზიტისა და სულიერი მზრუნველობისათვის" და გადასცა პანაგია წმინდა ეპიფანე კვიპროსელის გამოსახულებით.

თავის მხრივ, უმე-ის ექს-მიტროპოლიტმა ალექსანდრე დრაბინკომ აღნიშნა, რომ ეპიფანე დუმენკოს "თვისებები" წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს და უბოძა მას ჯვარი უფლის ცხოველცმყოფელი ჯვრის ნაწილებით.

მიუხედავად ტაძარში მყოფი მთავრისა და "იერარქების" დიდი რაოდენობისა, მსახურებამ მრევლის დიდი რაოდენობის შეკრება ვერ მოახერხა-ფოტოზე ნათლად ჩანს ტაძრის ცარიელი დარბაზი. 

ეკიფანე
"მსახურება" უმე-ის ფერისცვალების ტაძარში. ფოტო:ალექსანდრე (დრაბინკო) ფეისბუქი.

წინა დღეს, 10 სექტემბერს ფერისცვალების ტაძარში "ეპისკოპოსის ლიტურგიაზე" რომელშიც, დრაბინკოს გარდა, მონაწილეობას იღებდნენ სიმეონე (შოსტაცკი) და ფოტი დავიდენკო, ტაძარი პრაქტიკულად ცარიელი იყო.

ეკიფანე
"მსახურება" უმე-ის ფერისცვალების ტაძარში. ფოტო:ალექსანდრე (დრაბინკო) ფეისბუქი.

მჟკ მანამდეც იუწყებოდა, რომ ეპიფანე დუმენკომ გამოთქვა უკმაყოფილება იმ ფაქტით, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში "გადასვლები" თითქმის შეწყდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ