ოდესაში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურდა უმე-ის საკათედრო ტაძარი
ოდესის უმე-ის ფერისცვალების ტაძარი სერიოზულად დაზიანდა რაკეტის დაცემის შედეგად.
2023 წლის 23 ივლისის ღამეს, რუსეთის ფედერაციის მიერ სარაკეტო თავდასხმის გამო, ოდესაში უმე-ის ფერისცვალების ტაძარი თითქმის განადგურდა, იუწყება ქალაქის საბჭოს ტელეგრამ-არხი.
როგორც ოდესის ეპარქიაში განაცხადეს, რაკეტა საკათედრო ტაძრის საკურთხეველს მოხვდა. შენობის ეს ნაწილი მთლიანად დანგრეულია. ტაძრის დანარჩენმა ნაწილმა მძიმე დაზიანება მიიღო. ჯერჯერობით უცნობია ექვემდებარება თუ არა ტაძარი აღდგენას.
სამაშველო სამსახურებმა ტაძრიდან გადმოიტანეს ღვთისმშობლის კასპეროვსკაიას ხატი. გარეგნულად ხელუხლებელი, მაგრამ სამშენებლო ნამსხვრევებით დაფარული.
სახალხო დეპუტატმა არტემ დმიტრუკმა თქვა, რომ ტაძრის ყველა სალოცავი ხელუხლებელი დარჩა, ხალხი, ვინც აფეთქების დროს ტაძარში იმყოფებოდა, გადარჩა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ოდესაში, დაიბომბა ნიკოლაევის ეკლესია.