ევროკავშირმა რუსული ტელეარხის „ცარგრადის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ევროკავშირმა ხუთი რუსული არხის მაუწყებლობა აკრძალა.
2023 წლის 23 ივნისს ევროკავშირმა (EU), სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში, აკრძალა რუსული ტელეარხი ,,ცარგრადის’’ მაუწყებლობა.
გარდა ამისა, ევროკავშირმა აკრძალა კიდევ ოთხი რუსული არხის მაუწყებლობა: RT Balkan, Oriental Review, New Eastern Outlook და Katehon.
დოკუმენტი გამოქვეყნებულია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე.
„ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს შეუჩერონ ლიცენზია კიდევ ხუთ მედიასაშუალებას: RT Balkan, Oriental Review, Tsargrad, New Eastern Outlook და Katehon“, - ნათქვამია დოკუმენტში.
23 ივნისს ევროკავშირმა ოფიციალურად დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი, რომლის თანახმად, ხუთი არხის მაუწყებლობის აკრძალვის გარდა, მან შემოიღო მექანიზმი, რომელიც აკრძალავს რიგი საქონლისა და ტექნოლოგიების მესამე ქვეყნებში ექსპორტს. რუსეთში მათი რეექსპორტის თავიდან ასაცილებლად და ასევე გააფართოვა რუსეთის გავლით ტრანზიტული აკრძალული საქონლისა და ტექნოლოგიების სია.
როგორც მჟკ მანამდე წერდა, იან ტაქსიურმა თქვა, რომ მხოლოდ ქრისტეს შეუძლია უკრაინისა და რუსეთის შერიგება.