ბელაცერკვას საქალაქო საბჭოსთან მორწმუნეები აპროტესტებენ მეუ-თვის უმე-ს ტაძრის გადაცემას

23 June 2023 18:28
881
ფერისცვალების საკათედრო ტაძრის თემის წარმომადგენლები ბელაცერკვას მერიასთან. ფოტო: скриншот видео пресс-службы Белоцерковской епархии УПЦ ფერისცვალების საკათედრო ტაძრის თემის წარმომადგენლები ბელაცერკვას მერიასთან. ფოტო: скриншот видео пресс-службы Белоцерковской епархии УПЦ

ფერისცვალების ტაძრის მრევლმა მოუწოდა ბელაცერკვას ხელისუფლებას უარი თქვას 29 ივნისს საქალაქო საბჭოს სესიაზე გაიტანის საკითხი სიწმინდის დუმენკოს სტრუქტურასთვის გადაცემის თაობაზე.

2023 წლის 23 ივნისს ბელაცერკვაში უმე-ს საკათედრო ტაძრის ფერისცვალების მრევლის ასეულობით ადამიანი შეიკრიბა საქალაქო საბჭოს შენობასთან, რათა განეცხადებინათ ადგილობრივი ხელისუფლების განზრახვასთან მათი დაუთანხმებლობა, მეუ-ს გადასცენ მათი სიწმინდე.

მორწმუნეებმა ჩაწერეს ვიდეომიმართვა, რომელშიც მოუწოდეს ბელაცერკვას მერს, დეპუტატებსა და ჩინოვნიკებს უარი თქვან 29 ივნისს საქალაქო საბჭოს სესიაზე გაიტანონ საკითხი ტაძრის გადაცემის თაობაზე.

„სურთ ჩვენი ტაძრის - ჩვენი სახლის, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ - წართმევა და გადაცემა რომელიღაც არარსებული რელიგიური თემისთვის, თუ მოახერხებენ დარეგისტრირებას მაინც, - აღნიშა მრევლმა. - როგორ ჩაგვხედავთ თვალებში, თუ ჩვენს სახლს წაგვართმევთ? განა ჩვენ არ დავიმსახურეთ, რომ ყველა კვირა დღეს მოვიდეთ აქ და ვილოცოთ ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქმრებისთვის, შვენი შვილებისთვის, რომლებიც ახლა ომში, ჰოსპიტლებში არიან, ვილოცოთ გარდაცვლილებზე?“

მორწმუნეებმა ხაზი გაუსვეს, რომ უმე-ს თემმა აღადგინა მაცხოვრების ფერისცვალების ტაძარი, რომელიც მან ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში მიიღო და 34 წელის უვლის ამ სიწმინდეს და არქიტექტურის ძეგლს.

„ყველას, ვინც ამ ქალაქში დაიბადა, ახსოვს, თუ რა მდგომარეობაში იყო ჩვენი ტაძარი, როცა ის ჩვენს თემს გადასცეს. იქ იყო სპორტული კლუბი და საკურთხეველში საპირფარეშო  ადგილიც კი იყო. ტაძარი იყო დაზიანებული, გუმბათის, იატაკის გარეშე. გვაქვს ფოტო, ამ დრომდე ცოცხლები არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ხელებით ეზიდებოდნენ და მანქანებით გაჰქონდათ იქიდან ნაგავი. ახლა ჩვენი ტაძარი საუკეთესო მდგომარეობაში კიევის მხარის არქიტექტურულ ძეგლებს შორის. ომამდე ჩვენთან იყო კომისია, რომელმაც მადლობა გადაუხადა არქიმანდრიტ ალექსის იმის გამო, რომ ტაძარი ასეთ იდეალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა“, - აღნიშნა მრევლმა.

მათ შეახსენეს ხელისუფლებაში მყოფებს, რომ მაცხოვრის ფერისცვალების თემი მასშტაბურ სოციალურ სამუშაოს ეწევა: ყოველდღიურად უმასპინძლდება ცხელი სადილითა და ვახშმით უპოვრებს, ამარაგებს მათ ტანსაცმლით, ეხმარება ადამიანების დიდ ჯგუფს, რომლებიც ებრძვიან ალკოჰოლურ და ნარკოტიკდამოკიდებულებას, ორგანიზებას უკეთებს ინვალიდი ბავშვების სწავლებას. ერთი კვირის წინ მრევლმა შეაგროვა და ხერსონის მხარის მაცხოვრებლებს, რომლებიც დაზარალდნენ კახოვსკის ჰესის აფეთქების შედეგად, გაუგზავნა დაახლოებით 40 ტონა ჰუმანიტარული დახმარება.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის თანახმად „ჩვენს ქვეყანაში არც ერთი რელიგია არ წარმოადგენს სახელმწიფო რელიგიას და სახელმწიფო ორგანოებს არ აქვთ უფლება უპირატესობა მიანიჭონ რომელიმე კონფესიას“.

„არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ, ჩვენმა ამომრჩევლებმა მოგეცით უფლებამოსილებები და თანამდებობები. ჩვენ ვართ თქვენი დამსაქმებლები, ჩვენ ვიხდით გადასახადებს, რომ თქვენ ხელფასები მიიღოთ. და ჩვენ გეკითხებით თქვენ: რატომ აღგვიდექით თქვენ, ჩვენო დაქირავებულებო? რატომ გსურთ ჩვენი დაშლა? თქვენ დიდ ზიანს აყენებთ ჩვენს ქალაქს. როცა ომია, როცა გვჭირდება გაერთიანება, ყველა ძალის აკუმულაცია, ერთმანეთის მოფერება და გამხნევება, რისთვის უნდა დაიყოს ჩვენი საზოგადოება?“ კითხულობენ მორწმუნეები.

მათ ხაზი გაუსვეს, რომ ბელაცერკვაში უმე-ს 14 მრევლი არის „დიდი ძალა“, რომელიც მზადაა დაიცვას თავისი კანონიერი უფლებები.

„ჩვენ არ ვართ მეორე ხარისხოვანი ადამიანები და არავის მივცემთ უფლებას ასე მოგვექცნენ. ჩვენ ვიმსახურებთ პატივისცემას ჩვენი შრომის გამო, იმის გამო, თუ რამდენად ვეხმარებით ამ ქალაქს - აცხადებს მრევლი. ჩვენ გვაქვს სამართლებრივი ბერკეტები, არის სასამართლო და ჩვენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს“.

ქალაქის მეთაურმა გენადი დიკიმ, რომელსაც აქციის მონაწილეების მერიის შესასვლელთან შეხვდნენ, განაცხადა, რომ მას არ აქვს დრო ურთიერთობისთვის და შემოიფარგლა იმის კონსტატაციით, რომ ოდესღაც საქალაქო აღმასკომმა გადასცა მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი „მოსკოვის საპატრიარქოს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას“ და ახლა დეპუტატებმა ეს გადაწყვეტილება გააუქმეს.

როგორც მჟკ გატყობინებდათ, 2023 წლის 27 აპრილს, ბელოცერკოვის  საქალაქო საბჭოს დეპუტატებმა ხმა მისცეს ქალაქის ხელისუფლებისთვის საკათედრო ტაძრის გადაცემას და თემს დაავალეს ტაძრის განთავისუფლება 10-დღიან ვადაში.

მჟკ-ს კომენტარებში უმე-ს ბელოცერკოვის ეპარქიის ადმინისტრაციული სამსახურის მეთაურმა, დეკანოზმა ვალერი იაბლონსკიმ აღნიშნა, რომ მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი არის ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლი და მისი ბედი, კანონის თანახმად, შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის მიერ.

9 მაისს საქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქის საბჭოს მდივნის, დიმიტრი კირიშუნის მეთაურობით, სცადეს ტაძრის დალუქვა, მაგრამ ეს არ დაუშვეს მორწმუნეებმა - გამოიძახეს პოლიციის  საგამოძიებო ოპერატიული ჯგუფი და დაწერეს განცხადება სამართალდარღვევის შესახებ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ