ფანარიონის მეთაური აფრთხილებს ახალი ეკუმენიზმის შესახებ ტრადიციული ღირებულებების ირგვლივ
პატრიარქმა ბართლომემ თქვა, რომ ეკლესიები, რომლებიც ადრე ეკუმენიზმის ნებისმიერი ტიპის გამოვლინებების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ახლა მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ეგრეთ წოდებულ „ახალ ეკუმენიზმში“.
2023 წლის 18 ივნისს ტალინში ევროპული ეკლესიების ასამბლეაზე პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ თანამედროვე ევროპა ხდება არაქრისტიანული, იუწყება ასამბლეის საიტი.
„ზედმეტია იმის ლაპარაკი, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სულ სხვა ევროპაში, სადაც შეიცვალა რელიგიური კუთვნილების ლანდშაფტი, - თქვა მან. - როგორც ქრისტიანული ეკლესიები, ჩვენ ვეღარ მივიჩნევთ ბუნებრივად იმას, რომ ევროპელებს შეუძლიათ საკუთარი თავის გაიგივება ნაციონალურ ეკლესიებთან ან, უფრო მეტიც, რწმენის რომელიმე კონკრეტულ ფორმასთან“.
გარდა ამისა, ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ დღეს „არიან ისინი, ვინც „ახალი ეკუმენიზმისკენ“ მოუწოდებს - ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანებისკენ ეგრეთ წოდებული ტრადიციული ღირებულებების ირგვლივ“.
მისი სიტყვებით, „ეკუმენიზმის ეს ფორმა უეჭველად ქმნის უცნაურ ალიანსებს ქრისტიანულ ეკლესიებს შორის. ეკლესიები, რომლებიც ადრე ეკუმენისტური დიალოგის წინააღმდეგები იყვნენ, ახლა მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ეგრეთ წოდებულ ახალ ეკუმენიზმში, რომელიც ტრადიციული ღირებულებების მხარდამჭერია“.
მაგალითად მან აშშ მოიყვანა, სადაც „ზოგიერთი ამერიკელი ევანგელისტი ქრისტიანი, რომლებიც ადრე კათოლიკე და მართლმადიდებელ ქრისტიანებს კერპთაყვანისმცემელ წარმართებად მიიჩნევდნენ, ახლა მზად არიან ითანამშრომლონ გარკვეულ კათოლიკე და მართლმადიდებელ ქრისტიანთან ამ ღირებულებების მხარდასაჭერად“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ, პატრიარქ ბართლომეს სიტყვებით, დღევანდელი ეკუმენისტური დიალოგი ისლამისკენ და იუდაიზმისკენ არის მიმართული.