უმე-ს წინამძღოლი სათავეში ჩაუდგა კსადს-ის გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას

08 June 2023 13:50
545
კსას-ში ბაკალავრთა და მაგისტრთა გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა. ფოტო: news.church.ua კსას-ში ბაკალავრთა და მაგისტრთა გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა. ფოტო: news.church.ua

უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ დიპლომები გადასცეს კიევის სასულიერო სკოლების კურსდამთავრებულებს.

2023 წლის 7 ივნისს შედგა კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის აღზრდილების გამოშვება. საზეიმო ღონისძიებას მეთაურობდა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი, გვატყობინებს უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

წინამძღოლმა აღავლინა საღვთო ლიტურგია აკადემიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. უნეტარეს მეუფესთან თანამსახურებდნენ უმე-ს საქმეთა მმართველი, კსადს-ის დამსახურებული პროფესორი მიტროპოლიტი ანტონი, უმე-ს წმინდა სინოდთან არსებული სასწავლო კომიტეტის მეთაური მიტროპოლიტი კლიმენტი, კიევის სასულიერო სკოლების რექტორი არქიეპისკოპოსი სილვესტრი, კსადს-ის  სააღმზრდელო სამუშაოების კუთხით პრორექტორი ეპისკოპოსი ამბროსი, სხვა მღვდელმთავრები, პედაგოგები და სასულიერო სკოლების კურსდამთავრებულები სასულიერო ხარისხში.

ლიტურგიის დროს ლოცულობდნენ ბაკალავრები და მაგისტრები, მათი მშობლები და ახლობლები, პედაგოგები და სტუდენტები.

ღვთისმსახურების მონაწილეებმა ლოცვა აღავლინეს კიევის სასულიერო სკოლების პედაგოგისა და აწგარდაცვლილ არქიმანდრიტ რომანის (პოდლუბნიაკი) სულის მოსახსენებლად, რომელიც 1 ივნისს გარდაიცვალა.

უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმს კსადს-ის კურსდამთავრებულებს საღვთისმეტყველო ჯილდოები გადასცა.

წინამძღოლმა სასულიერო აკადემიის პედაგოგის, მღვდელმონაზონ გერმანეს (კოვაჩი) წმინდა ქიროტონია აღასრულა.

ლიტურგიის შემდეგ შედგა დიპლომების საზეიმო გადაცემა. ცერემონიის გახსნისას, კსადს-ის რექტორმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელი კურსდამთავრებულები თავიანთ მსახურებას იწყებენ ძალიან რთულ პირობებში.

„ახლა ძალიან, ძალიან რთული დროა არა მხოლოდ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ საერთოდ ქრისტიანობისთვის - ხაზი გაუსვა არქიეპისკოპოსმა სილვესტრმა. - რადგანაც ნებისმიერი ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს - ეს არის არა ბრძოლა უმე-ს წინააღმდეგ, არამედ საერთოდ მართლმადიდებლური ეკლესიისა და იმათ წინააღმდეგ, ვისაც ნამდვილად სურს, რომ ეს ეკლესია დარჩეს ისეთად, რომელიც ჩვენ მივიღეთ წმინდა მამებისგან, მოციქულებისგან, ღირსი მამებისგა, ჩვენი წინამძღვრებისა და მასწავლებლებისგან“.

უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ მიულოცა კსადს-ის პედაგოგებსა და აღსაზრელებს სასწავლო წლის დასრულება და დარიგება მისცა კურსდამთავრებულებს მომავალი მსახურებისა და სახარების ქადაგებისთვის.

„ბევრ რამეს, რაც ისწავლეთ, რასაც სწავლობთ და იცით, თქვენ უკვე ხორცი შეასხით თქვენს ცხოვრებაში და ფლობთ გარკვეულ სასულიერო გამოცდილებას, მაგრამ ბევრი რა, იმ ცოდნის დიდი ნაწილი, რომელიც გაგაჩნიათ, თქვენ უნდა გამოიყენოთ ცხოვრებაში, - განაცხადა წინამძღოლმა. - თქვენ თავად უნდა იცხოვროთ ამ კანონებითა და წესებით, და მაშინ ქადაგებას, თქვენს სიტყვას ექნება დიდი ძალა და ავტორიტეტი. ის, ეს სიტყვა, შეიძლება არის ძალიან მაღალფარდოვანი, მაგრამ ის იქნება ქმედითი, ის ადამიანებზე იმოქმედებს“.

უნეტარესმა მეუფემ ბაკალავრებსა და მაგისტრებს გადასცა დიპლომები სასულიერო განათლების მიღების თაობაზე და სამახსოვრო საჩუქრები.

ადრე, მჟკ გვატყობინებდა, რომ კიევის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შედგა სასწავლო საბჭოს სხდომა, რომელზეც შეაჯამეს სასწავლო წლის შედეგები.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ