პორტუგალიაში ევთანაზია დაკანონდა

15 May 2023 18:30
954
ევთანაზიის დაკანონების მოწინააღმდეგეთა აქცია პორტუგალიის პარლამენტთან. ფოტო: sipausa.com ევთანაზიის დაკანონების მოწინააღმდეგეთა აქცია პორტუგალიის პარლამენტთან. ფოტო: sipausa.com

ექიმების დახმარებით პორტუგალიის 18 წელს მიღწეული მაცხოვრებლები თვითმკვლელობას შეძლებენ.

პორტუგალიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ევთანაზიას უშვებს, იტყობინება theguardian.com.

დოკუმენტის მიხედვით, ექიმების დახმარებით თვითმკვლელობა შეიძლება ჩაიდინონ ქვეყნის მაცხოვრებლებმა, რომლებიც  18 წელს გადაცილებული არიან, რომლებიც „განუკურნებელი სენით არიან დაავადებული და აუტანელ ტანჯვას განიცდიან“.

ევთანაზიის უფლება არ ვრცელდება ფსიქიკურად არაკომპეტენტურად აღიარებულ პირებზე, ასევე უცხოელებზე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ევთანაზიის ლეგალიზებამ პორტუგალიური საზოგადოება გაყო – ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობა თავს მორწმუნედ თვლის.

ევთანაზიის შესახებ კანონს პორტუგალიის პარლამენტმა მეხუთედ დაუჭირა მხარი. მას ორჯერ ვეტო დაადო კონსერვატიულმა პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სოუზამ და ორჯერ საკონსტიტუციო სასამართლომ. ახლა სახელმწიფოს მეთაური ვალდებულია რვა დღის ვადაში ხელი მოაწეროს დოკუმენტს.

როგორც მჟკ წერდა, ექსპერტებმა აღმოაჩინეს პირდაპირი კავშირი ევთანაზიის ლეგალიზაციასა და თვითმკვლელობათა რიცხვის ზრდას შორის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ