რუბლევის ,,სამება’’ რუსეთის ხელისუფლებამ რუსულ ეკლესიას დაუბრუნა

15 May 2023 15:40
1855
რუბლევის ,,სამება'' წმინდა სერგის ლავრაში. ფოტო: пресс-служба Троице-Сергиевой лавры რუბლევის ,,სამება'' წმინდა სერგის ლავრაში. ფოტო: пресс-служба Троице-Сергиевой лавры

რუბლევის ხატი „სამება“ ერთი წლის მანძილზე დაბრძანდება მაცხოვრის ტაძარში, შემდეგ კი წმინდა სერგის სამების ლავრაში გადააბრძანებენ.

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ანდრეი რუბლევის ხატს „სამების“ რუსულ ეკლესიას უბრუნებს, იუწყება მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდი.

რესურსის მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ვ.პუტინმა მიიღო „მართლმადიდებელი მორწმუნეების არაერთი თხოვნის შემდეგ“.

ერთი წლის მანძილზე სასწაულმოქმედი გამოსახულება დაბრუნდება მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, შემდეგ კი წმინდა სერგის ლავრაში გადაბრძანდება.

მანამდე მჟკ წერდა, რომ 2022 წელს ,,სამება’’ ტრეტიაკოვის გალერეიდან წმინდა სერგის ლავრაში ორი დღით გადააბრძანეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ