ჯანმო-ს ხელმძღვანელი COVID პანდემიის დასრულების შესახებ იუწყება
ჯანმო-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ სიფხიზლე, რადგან COVID-ი არსად არ წასულა, ის სახეცვლილებას განიცდის.
2023 წლის 5 მაისს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალურმა დირექტორმა თედროს ადანოს ჰებრეისუსმა ჟენევაში ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2020 წლიდან მსოფლიოში მოქმედი საგანგებო სიტუაცია COVID-თან დაკავშირებით დასრულებულია. COVID პანდემია 1150 დღე გრძელდებოდა.
გამოსვლის ტრანსლაცია ჯანმო-ს YouTube-არხზე წარმოებდა.
„დიდი იმედით ვაცხადებ COVID-19-ის, როგორც გლობალური საგანგებო სიტუაციის, დასრულების შესახებ“, - თქვა ჯანმო-ს გენდირექტორმა.
თედროს ჰებრეისუსი ამბობდა, რომ წინა დღეს საგანგებო სიტუაციის კომიტეტმა ჩაატარა თავისი მე-15 შეხვედრა და მსოფლიო ჯანდაცვას რეკომენდაცია მისცა გამოცხადდეს საგანგებო სიტუაციის შეწყვეტა კორონავირუსთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო ღელვას იწვევს. ჯანმო-ს გენდირექტორი ამ რეკომენდაციას დაეთანხმა.
ამავდროულად თედროს ჰებრეისუსი აღნიშნავს, რომ ქვეყნებმა კორონავირუსთან დაკავშირებით მაინც უნდა შეინარჩუნონ სიფხიზლე, რადგან ის არსად არ წასულა, მხოლოდ სახეცვლილებას განიცდის, რაც ავადმყოფობის ახალი აფეთქებების საშიშროებას ქმნის.
„ეს ვირუსი აქ არის, რომ დარჩეს. ის ჯერ კიდევ კლავს და სახეს იცვლის. არსებობს ახალი ვარიანტების წარმოქმნის რისკი, რაც ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის შემთხვევების ახალ აფეთქებებს იწვევს“, - განმარტა ჯანმო-ს გენდირექტორმა.
თედროს ჰებრეისუსმა დაასკვნა, რომ მსოფლიო ჯანდაცვაში კორონავირუსთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ გამოცხადებული გადაწყვეტილება არ უნდა განიხილებოდეს როგორც „საბაბი სიფხიზლის მოდუნებისთვის“.
როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, ჯანდაცვის სამინისტრო ევროკავშირის შემდეგ COVID-სერთიფიკატის მოქმედების ვადის შეამცირებას გეგმავს.