ნოვიე პეტრივცში ხელისუფლებამ მრევლს სასაფლაოზე მიცვალებულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების უფლება არ მისცა
მიცვალებულთა ხსოვნის დღის დადგომამდე, პეტროვსკის სოფლის საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, აეკრძალა უმე-ის მორწმუნეებისთვის სასაფლაოზე, გარდაცვლილი ნათესავების ხსოვნის აღნიშვნა.
კიევის ოლქის სოფელ ნოვიე პეტრივცის ადგილობრივი ხელისუფლების ბრძანებით, დაცვა ცდილობდა ხელი შეეშალა უმე-ის წმინდა შუამავლობის სამრევლო საზოგადოებისთვის სასაფლაოზე გასვლაში. ამის შესახებ «Первому казацкому»-ს კომენტარში განუცხადა დეკანოზმა გეორგი ბოიკომ - ცნობილი კიევის მღვდლის მიხაილ ბოიკოს ვაჟმა.
„ხსოვნის დღეების წინ, ჩვენმა ადგილობრივმა აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, არ შევეშვით [სასაფლაოზე] ჩვენი გარდაცვლილი ნათესავების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად“, - თქვა მამა გიორგიმ. – უკვე 37 წელია, ამ მრევლს ვემსახურები, იქ 1750-ზე მეტი ადამიანია დამარხული. როცა მივედით სასაფლაოზე, მოგვიწია ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან დალაპარაკება - მათ დაევალათ, რომ არ შევეშვით სასაფლაოზე. მაგრამ, მადლობა ღმერთს, ხალხი შეიკრიბა, პოლიციას მიმართ და დაცვამ სასაფლაოზე შეგვიშვა. ამის შემდეგ ბევრი საზიზღარი გზავნილი გამოიგზავნა ტელეფონით ჩვენი ეკლესიის და ჩემს წინააღმდეგ“.
მღვდელმსახურის თქმით, ამ მოვლენების წინა დღეს, წმინდა შუამავლობის საზოგადოებამ კრება გამართა, რომელზეც სოფლის მეთაურის თანდასწრებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ერთგულება დაადასტურეს.
„სამრევლოს კრება გვქონდა, მოვიდა სოფლის საკრებულოს თავმჯდომარე - მისი გულისთვის ჩავატარეთ ეს კრება. ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი, რომ დავრჩეთ კანონიკური მადლით აღსავსე ეკლესიაში, ყველამ ხელი მოაწერა კრების ოქმს და დააფიქსირა თავმჯდომარესთან. მან თქვა: „ასეც ვფიქრობდიო“. მაგრამ ამავდროულად მან თქვა: „თუ ვინმე მოვა თქვენს გასადევნად, ეს უკანონობა იქნება, რადგან კანონი ჯერ არ მიუღია უზენაეს რადას, მაგრამ თუ კანონი დამტკიცდება, მაშინ მე მათ დავეთანხმები, - თქვა მღვდელმა.
როგორც მჟკ იტყობინება, ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ ნოსოვკაში დაუდგენელმა პირებმა დახატეს ასოები Z და V უმე-ის წმინდა სამების ტაძრის წინამძღვრის, ნოსოვსკის რაიონის დეკანოზის, მიხაილ გულიკის სახლის ღობეზე.