5 მაისს დაიწყება უმე-ს უჟგოროდის ტაძრის წინამძღვრის სასამართლო
დეკანოზმა დიმიტრი სიდორმა აღნიშნა, რომ მიტროპოლიტ პავლესაც, მიტროპოლიტ თეოდოსსაც ასამართლებენ იმის გამო, რომ მათ გაბედეს დამდგარიყვნენ თავიანთი ეკლესიის დასაცავად.
2023 წ. 5 მაისს უჟგოროდის საქალაქო რაიონულ სასამართლოში დაიწყება პროცესი უმე-ს ჯვართამაღლების საკათედრო ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დიმიტრი სიდორის საქმეზე, რომელსაც ბრალად უყენებენ მეუ-ს მისამართით მის გამონათქვამებს. ამის შესახებ მღვდელმა განაცხადა ვიდომიმართვაში, რომელიც გამოქვეყნებული იყო ტაძრის Telegram-არხზე.
„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მიტროპოლიტ პავლესაც, ჩერკასსკის მიტროპოლიტ თეოდოსსაც და მე გვასამართლებენ ერთი რამის გამო - იმის გამო, რომ ჩვენ გავბედეთ დავმდგარიყავით ჩვენი ეკლესიის დასაცავად, - აღნიშნა დეკანოზმა. - და რა ვქნათ ჩვენ, თუ ის ერთია - მადლმოსილი კანონიკური მაცხოვნებელი ეკლესია?“
მამა დიმიტრიმ უმე-ს აღმსარებლებს ლოცვითი შეწევნა სთხოვა.
„ჩვენ მთელი გულით გთხოვთ წმინდა ლოცვებს, უფალს კი - კურთხევას, რომ მთელ მსოფლიოს ვაუწყოთ ქრისტეს მადლმოსილი რწმენა, რომელიც უფლის სასუფეველში გვიღებს კარს“, -თქვა მღვდელმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, მარტის შუა რიცხვებში პოლიციამ დეკანოზ დიმიტრი სიდორს შეატყობინა სამართალდარღვევის ჩადენის ეჭვის შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის კონსტიტუციის 161 სტ. ნაწ. 1 (რელიგიური მტრობისა და შუღლის გაღვივება, მოქალაქეთა გრძნობების შეურაცხყოფა მათ რელიგიურ შეხედულებებთან დაკავშირებით).