2014 წლიდან სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას უმე-ს 25 კლირიკოსი და ბერი დაიღუპა
ქალაქ ირპინის დაბომბვის შედეგად დაღუპული დეკანოზი ვლადიმერ ბორმაშევის დაკრძალვა. ფოტო: страница Зверинецкого монастыря в Facebook
უმე-ს სამხედრო განყოფილებამ გამოაქვეყნა მღვდელმსახურთა, ეკლესიის მსახურთა და ბერთა სია, ვინც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა.
2014 წლიდან უკრაინაში სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 25 მღვდელმსახური, ეკლესიის მსახური და ბერი. ამის შესახებ გვაუწყებს ვიდეორგოლი, გამოქვეყნებული უმე-ს უკრაინის შეიარაღებულ ძალთა და სხვა სამხედრო ფორმირებებთან ურთიერთქმედების სინოდალური განყოფილების YouТube-არხზე.
დაღუპულთა სიაში არიან:
- დეკანოზი პავლე ჟუჩენკო (დაიღუპა 2014 წ. 9 მაისს);
- მღვდელი გიორგი ნიკიშოვი (დაიღუპა 2014 წ. 28 ივლისს);
- დეკანოზი ვლადიმერ კრესლიანსკი (დაიღუპა 2014 წ. 31 ივლისს);
- კაპელანი ვიტალი გუბენკო (დაიღუპა 2019 წ. 25 იანვარს);
- მღვდელმონაზონი თეოდოსი (გონჩაროვი) (დაიღუპა 2022 წ. 24 თებერვალს);
- რეგენტი ვლადიმერ ვალუისკი (დაიღუპა 2022 წ. 27 თებერვალს);
- სტიქაროსანი ევგენი ნადვულიჩნი (დაიღუპა 2022 წ. 27 თებერვალს);
- ეკლესიის გუნდის მგალობელი ელენე კულბაკა (დაიღუპა 2022 წ. 2 მარტს);
- დეკანოზი ვლადიმერ ბორმაშევი (დაიღუპა 2022 წ. 28 მარტს);
მღვდელმონაზონი პართენი (ფედორჩენკო) (დაიღუპა 2022 წ. 3 მაისს); - ბერი გერმანე (დაიღუპა 2022 წ. 21 მაისს);
- პროტოდიაკონი ალექსანდრე ტკაჩენკო (დაიღუპა 2022 წ. 30 მაისს);
არქიმანდრიტი გალაქტიონი (ვუიჩენკო) (დაიღუპა 2022 წ. 1 ივნისს); - ბერი არისტოკლე (ხაშჩინა) (დაიღუპა 2022 წ. 1 ივნისს);
- მონაზონი ბარბარე (კისილი) (დაიღუპა 2022 წ. 1 ივნისს);
- იეროდიაკვანი ავლიმპი (ბონდარი) (დაიღუპა 2022 წ. 3 ივნისს);
- მონაზონი იოანა (მელნიკი) (დაიღუპა 2022 წ. 3 ივნისს);
- მღვდელი ბოგდან კაპლუნი (დაიღუპა 2022 წ. 16 ივლისს);
- მნათე ვიქტორ ოსტროუშკო (დაიღუპა 2022 წ. 20 სექტემბერს);
- მონასტრის მორჩილი ვადიმი (დაიღუპა 2022 წ. 31 ოქტომბერს);
- არქიმანდრიტი დიონისე (ტივიაკოვი) (დაიღუპა 2022 წ. 14 ნოემბერს);
- მონასტრის მსახური იური (დაიღუპა 2023 წ.13 იანვარს);
- მღვდელმონაზონი ბონიფატე (დაიღუპა 2023 წ. 31იანვარს);
- სქიმონაზონი სავა (დაიღუპა 2023 წ. 31იანვარს);
დიაკვანი ნიკოილოზი მატვიენკო (დაიღუპა 2023 წ. 2 თებერვალს);
როგორც მჟკ იუწყებოდა, 2023 წ. 25 აპრილს ქალაქ ბუჩას უმე-ს პეტრე-პავლეს ტაძარში გოსტომელსკის ეპისკოპოსმა არკადიმ სამღვდელოებასთან ერთად წესი აუგო მებრძოლ ანდრეი ვასილენკოს, რომელიც ომამდე ამ ტაძრის მედავითნე იყო და საეკლესიო გუნდში გალობდა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა
12 November 14:49
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
12 November 10:29
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
11 November 20:18