უმე-ს წინამძღვარი: განსაცდელებმა უფლის სიყვარულს არ უნდა დაგვაშორონ
მტრები მორწმუნეთა გაბოროტებას ცდილობენ, რომ ხალხი ისეთები გახდნენ, როგორებიც თვითონ არიან, აღნიშნა უნეტარესმა.
2023 წლის 30 აპრილს, წმ. მენელსაცხებლე დედათა დღესასწაულზე უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ ქადაგებაში კიევ-პეჩერის ლავრის აღაპიტ პეჩერელის ტაძარში თქვა, რას ნიშნავს ამ საუკუნის განსაცდელთა დათმენა, იუწყება უმე-ს პრეს-სამსახური.
„ქრისტიანული ეპოქის ყველა დროს თავისი განსაცდელები ჰქონდა. როგორც წესი, ტყუილ-მართალის განსხვავება შეუძლებელი იყო. ტყუილი ყოველთვის ჭარბობდა, მაგრამ ჩვენმა წინაპრებმა ყველაფერი მედგრად დაითმინეს. რას ნიშნავს ამ საუკუნის განსაცდელების დათმენა? ეს ნიშნავს, რომ ამ განსაცდელებმა არ უნდა დაგვაშორონ ქრისტეს, ღვთის სიყვარულს“, - განმარტა უნეტარესმა.
უმე-ს წინამძღვარმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა, ვინც ქრისტიანებს შეურაცხჰყოფს, მათ გაბოროტებას ცდილობს და სინამდვილეში ერთი მიზანი აქვთ - „მათ სურთ ეს ადამიანი ღვთისგან განაშორონ, რომ ის ისეთი გახდეს, როგორებიც თვითონ არიან“.
„მაგრამ ჩვენ ასეთები არ უნდა გავხდეთ. თუნდაც ჩვენზე ძალიან ცუდად და აბსოლუტური ტყუილი ილაპარაკონ, ჩვენ მედგრად უნდა დავითმინოთ და უფალთან ვიყოთ, უფლის წმინდა კანონებით ვიცხოვროთ, რომლებიც მტრის სიყვარულს გვასწავლიან, მათ დალოცვას, ვინც გვწყევლის და მათზე ლოცვას, ვინც შეურაცხყოფას გვაყენებს“, - დაამატა წინამძღვარმა.
„დათმენა - სიყვარულის ის სისავსეა, რომელსაც ჩვენი მტრების მიმართ უნდა განვიცდიდეთ“, - დაასკვნა წინამძღვარმა.
როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, უნეტარესმა მენელსაცხებლე დედათა დღესასწაულზე ლავრაში წირვა ჩაატარა.