კიევის ხელისუფლება: 2019 წლიდან უმე-ს არც ერთი სამრევლო არ გადასულა მეუ-ში

30 April 2023 12:36
2404
კლიჩკო და ვიქტორია მუხა. ფოტო: glavcom.ua კლიჩკო და ვიქტორია მუხა. ფოტო: glavcom.ua

კიევში გადასვლათა სტატისტიკა „არასანუგეშოა“ – 273 სამრევლოდან არც ერთი არ გადასულა მეუ-ში, განაცხადა კიევის საბჭოს დეპუტატმა.

კიევის საბჭოს დეპუტატმა, კიევის საბჭოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარემ კულტურის, ტურიზმისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების საკითხებში ვიქტორია მუხამ glavcom.ua-თან ინტერვიუში თქვა, რომ 2019 წლიდან უმე-ს არც ერთი სამრევლო მეუ-ში არ გადასულა.

„კიევში ტაძრების უმრავლესობა მს უმე-ს ეკუთვნის. ზუსტად გეტყვით, რომ გადასვლათა ოფიციალური სტატისტიკა, რბილად რომ ვთქვათ, არასანუგეშოა. ვფიქრობ, პატარა ქალაქში ან სოფელში ეს უფრო ადვილად ხდება, რადგან მრევლი უფრო მარტივად შეიძლება გაერთიანდეს და პოზიცია დაიცვას. უკრაინაში სრულმაშტაბიანი შეჭრის შემდეგ „კიევში მოსკოვის ეკლესიის“  273 სამრევლოდან არც ერთი არ გადასულა უკრაინის რელიგიის მხარეზე“, - აღნიშნა მუხამ.

„ჯერ-ჯერობით ჩვენ კანონის მიღებას ველოდებით, რომელიც დაარეგულირებს უმე-ს (მს) ბევრ საკითხს. კიევის საბჭომ ხმა მისცა გადაწყვეტილებას უმე-ს (მს) მიწის ნაკვეთებისა და კომუნალური საკუთრების ობიექტების ინვენტარიზაციის შესახებ, რომლებიც არენდით ან მუდმივი მფლობელობით არის გადაცემული. ეს ინვენტარიზაცია უნდა ჩაატაროს მიწის რესურსების დეპარტამენტმა და კომუნალური საკუთრების დეპარტამენტმა“, - დაამატა კიევის საბჭოს დეპუტატმა.

როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, ზაკარპატიეში უმე-ს 623 სამრევლოდან არც ერთი არ გადასულა მეუ-ში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ