უმე-ის იერარქმა მორწმუნეებს მოუწოდა, შეუერთდნენ უკრაინულ ლოცვას ლავრასთვის

04 April 2023 12:57
1623
მიტროპოლიტი კლიმენტი (ვეჩერა). ფოტო: скриншот видео на YouTube-канале УПЦ მიტროპოლიტი კლიმენტი (ვეჩერა). ფოტო: скриншот видео на YouTube-канале УПЦ

მიტ. კლიმენტმა აღნიშნა, რომ ლავრაში დღეღამის განმავლობაში ლოცულობენ ღვთისმშობლისა და კიევ-პეჩერის ყველა სასწაულმოქმედისადმი, რათა შეიწყნარონ ისინი, ვინც აჯანყებულია სალოცავის წინააღმდეგ.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდალური ინფორმაციისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიჟინისა და პრილუკიის მიტროპოლიტმა კლიმენტმა ჩაწერა ვიდეო მიმართვა, სადაც მოუწოდა უმე-ის ყველა მორწმუნეს, შეუერთდნენ უკრაინულ ლოცვას კიევ-პეჩერის ლავრისთვის.

„უკრაინული და მსოფლიო სალოცავის ბედი სულერთი არ არის, ვინც თავს მორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანად თვლის“, - თქვა ეპისკოპოსმა. - და დღეს ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილი იმ პროცესისადმი, რაც ხდება ამ მონასტრის ირგვლივ, მისგან ბერების განდევნის და მუზეუმად გადაქცევის მცდელობებთან დაკავშირებით, როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, შეუერთდეთ კიევ-პეჩერის ლავრას სრულიად უკრაინულ ლოცვას“.

მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ახლა ლავრაში „ყოველდღიურად და მთელი დღის განმავლობაში ლოცულობენ ღვთისმშობლისადმი, კიევ-პეჩერის ლავრის მღვიმელი ბერებისადმი, რათა მშვიდობამ და ღვთის წყალობამ დაისადგუროს ჩვენს მიწაზე, ასევე გონება გაუნათოს მათ, ვინც დღეს აჯანყდება ამ საყოველთაო სიწმინდის წინააღმდეგ.

„ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ ადგა დღეს ეშმაკი განსაკუთრებული მრისხანებით ღმერთის წინააღმდეგ, როგორ ცდილობენ ბოროტების ძალები ეკლესიისთვის ზიანის მიყენებას. ამ სულიერ ბოროტებას აგრესიით ვერ ვუპასუხებთ, ლოცვით, მარხვით და ღრმა რწმენით უნდა შევეწინააღმდეგოთ მას“, - აღნიშნა დეკანოზმა.

მან აღნიშნა, რომ ყოველ მორწმუნეს შეუძლია ლავრაში მისვლა „მონასტრის ძმებთან ლოცცვის მადსლის გასაზიარებლად და ღმერთისთვის სულიერი მსხვერპლის შესაწირად“. მეუფემ მოუწოდა მათ, ვისაც არ აქვს ასეთი შესაძლებლობა, ილოცონ სახლში, თავიანთ ეკლესიებსა და მონასტრებში. მისი თქმით, ლავრაში უწყვეტ ლოცვას შეიძლება შეუერთდეს უმე-ის ყველა მორწმუნეს სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვით .

როგორც მჟკ იტყობინება, მისმა უნეტარესმა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ონუფრიმ მორწმუნეებს მოუწოდა ლოცვით მხარი დაუჭირონ სასულიერო სკოლების ძმებსა და სტუდენტებს, რომლებიც უკანონოდ ასახლებენ კიევ-პეჩერის ლავრიდან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ