„წმინდა წყლის პროვოკაცია“: თვითმხილველებმა ხმელნიცკის ტაძარში „ცემის“ ფაქტზე ისაუბრეს
ქალბატონმა, რომელიც შეესწრო სამხედრო პირის ,,ცემის’’ ფაქტს, ჰყვება რა მოხდა სინამდვილეში.
2023 წლის 2 აპრილს, ხმელნიცკის შუამავლობის ეკლესიაში სამხედრო პირის სავარაუდო „ცემის“ თვითმხილველებმა ისაუბრეს, თუ როგორ მოხდა ყველაფერი სინამდვილეში.
ხმელნიცკის გამოცემა vsim.ua გადმოსცემს ამ მოვლენის თვითმხილველი ერთ-ერთი ქალის მონაყოლს.
„მიმდინარეობდა მსახურება. ჯარისკაცი შემოვიდა. მან დაიწყო პროვოკაცია და ხელით შეეხო მღვდელს, ერთ-ერთი მრევლი გამოესარჩლა მღვდელს და შეეცადა გარეთ გაეყვანა პროვოკატორი. შემდეგ გოგონა იღებს კამერას და იწყებს გადაღებას შემდეგი სიტყვებით: ,,სცემენ სამხედრო პირს’’. ქალი და მამაკაცი ერთად მოვიდა ტაძარში. ჩემი მამინაცვალი იქ გალობს (ეკლესიის გუნდში - რედ.). ამბობს, რომ ეს არის სუფთა წყლის პროვოკაცია“, - განაცხადა მკითხველმა.
ხმელნიცკის ეპარქიის პრესსამსახურის ცნობით, აქტივისტი არტურ ანანევი აღმოჩნდა პროვოკატორი, რომელიც ხმელნიცკის საოლქო საბჭოს დეპუტატის ვიქტორ ბურლიკის მითითებით თავს დაესხა წმინდა შუამავლობის საკათედრო ტაძრის სასულიერო პირს, ჩაშალა მსახურება და დააზიანა წმინდა სახარება 100-ზე მეტი მრევლის თანდასწრებით.
„ადგილზე სასწრაფოდ გამოიძახეს პოლიცია და სბუ. სამხედრო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცის ქმედება, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამხედროებთან (როგორც მან პირადად უთხრა პოლიციას), არის პროვოკატორი“, - დასძინეს ეპარქიაში.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მეუ-ს აქტივისტებმა განაცხადეს ხმელნიცკის საკათედრო ტაძრის აღების შესახებ.