ოდესის მონასტრის დედებმა ლავრის დაცვის თხოვნით ოლენა ზელენსკას მიმართეს
უმე-ს მონასტრის ბინადრებმა ოლენა ზელენსკას კიევ-პეჩერის ლავრის ბერთა დაცვისკენ მოუწოდეს.
ოდესის მიქაელ მთავარანგელოზის დედათა მონასტრის დედებმა ოლენა ზელენსკას მიმართეს თხოვნით, რომ დაეხმაროს უმე-ს მილიონობით მორწმუნეს კიევ-პეჩერის ლავრის დაცვაში. სავანის ბინადართა მიმართვა უმე-ს პრეს-სამსახურმა Facebook-ზე გამოაქვეყნა. მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია სერაფიმას (შევჩიკის) სიტყვებით, დღეს მთელი მსოფლიოს ქრისტიანთა ყურადღება მიმართულია კიევ-პეჩერის ლავრისკენ. იღუმენიამ თხოვნით მიმართა ელენე ზელენსკის, რომ მოუსმინოს და დაეხმაროს უმე-ს აღმსარებლებს, მათ, ვინც ტირის და ლოცულობს წმინდა სავანისთვის.
„ჩვენ ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძვით: ზოგი იარაღით ხელში, წინა ხაზზე, ზოგი - მონასტრის კელიებში უკრაინისთვის მხურვალე ლოცვით. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას. გთხოვთ, თქვენც ისმინეთ“, - თქვა მან.
ამასთან ერთად, მონასტრის დედებმა აღნიშნეს, რომ უმე-ს უამრავი აღმსარებელი დაკარგავს რწმენას კანონის უზენაესობაში იმ შემთხვევაში, თუ ეკლესიის ბერებს ლავრიდან გააძევებენ.
„ეს სიწმინდეა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ლოცვით, მსხვერპლით და ქმედებებით ჩვენ ყველა ვმონაწილეობდით მის აღორძინებაში, მისი სილამაზის და დიდების აღდგენაში. <...> ამ სიტუაციაში ჩვენ უფრო მეტს ვკარგავთ, ვიდრე ეს კიევ-პეჩერის ლავრის კედლებია. ჩვენს ევროპულ სახელმწიფო უკრაინაში მილიონობით აღმსარებელი საკუთარი უსაფრთხოების, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლების, დემოკრატიის პრონციპების ბატონობის რწმენას კარგავს. გთხოვთ, ისმინოთ ჩვენი ხალხის ხმა, ისმინოთ ჩვენი ლოცვა და თხოვნა“, - თქვეს მათ.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ლავრის ნაცვალმა, მიტროპოლიტმა პავლემ განაცხადა, რომ არავის არ შეუძლია მონასტრიდან ბერების გამოსახლება, გარდა სასამართლოსი.