სმე-ის იერარქი: უკრაინის ხელისუფლება დევნის უმე-ს და ადამიანის უფლებებს თელავს

25 March 2023 12:01
1448
ეპისკოპოსი სილუანი. ფოტო: srpska.pravoslavie.ru ეპისკოპოსი სილუანი. ფოტო: srpska.pravoslavie.ru

უმე-ს დევნიან, იმიტომ რომ ის უარს ამბობს გახდეს იმ ნაციონალისტური წარმონაქმნის წევრი, რომელიც ცნობილია როგორც მეუ, აღნიშნა სმე-ის იერარქმა.

ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ეპისკოპოსმა სილუანემ (სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია) მიმართა ავსტრალიის ხელისუფლებას და განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება სდევნის უმე-ს და ადამიანის უფლებებს თელავს, იუწყება soc.org.au.

სერბეთის ეკლესიის იერარქი საუბრობდა უძველესი სავანიდან კიევ-პეჩერის ლავრის საძმოს გამოსახლების მიზეზებზე.

„ამ დევნის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ უმე უარს ამბობს დაემორჩილოს პოლიტიკას და ნაწილი გახდეს  სახელმწიფოს მიერ თავსმოხვეული იმ ნაციონალისტური წარმონაქმნისა, რომელიც ცნობილია როგორც მეუ“, - აღნიშნა სმე-ის იერარქმა.

„ზემოთხსენებული ლავრის ბერების დევნა სინამდვილეში ნაციონალისტური ხანძრის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც პოლიტიკურად გაჩაღებული და გაღვივებულია უკრაინის მთავრობის მიერ კიევში“, - დაამატა მან.

ეპისკოპოსი სილუანე საუბრობდა იმის შესახებ, რომ კიევის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები მალავენ ბერების მძიმე მდგომარეობას და მან ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს მოუწოდა მოთხოვოს უკრაინის ხელისუფლებას „პატივი სცეს და დაიცვას დემოკრატიული უფლებები, რელიგიური თავისუფლება და სინდისის თავისუფლება, განსაკუთრებით უკრაინის, კიევის, კიევ-პეჩერის ლავრის და უმე-ს  ბერებთან მიმართებით“.

როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, სერბეთის ეპისკოპოსმა მიმართა ხორვატიის ხელისუფლებას უმე-ს დაცვის თხოვნით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ