მიტროპოლიტი კლიმენტი: ლავრის გამოქვაბულებში შესვლა ხალხის რეაქციის გამო განახლდა

24 March 2023 16:57
1794
მიტროპოლიტი ლუკა( ვეჩერა). ფოტო: orthodox.cn.ua მიტროპოლიტი ლუკა( ვეჩერა). ფოტო: orthodox.cn.ua

უმე-ს საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი პროგნოზირებს, რომ  საზოგადოების რეაქცია ლავრიდან ეკლესიის განდევნაზე უფრო მაშტაბური იქნება, ვიდრე გამოქვაბულების დროებით დახურვაზე.

ხელისუფლებამ სწრაფად განაახლა კიევ-პეჩერის გამოქვაბულებში შესვლა დიდი საზოგადოებრივი რეზონანსის გამო, რომელიც მათ დახურვას მოყვა. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების ხემძღვანელმა, მიტროპოლიტმა კლიმენტმა.

მან აღნიშნა, რომ 20 მარტს მონასტერმა“კიევ-პეჩერის ლავრის“ ნაკრძალის ხელმძღვანელობისგან მიიღო წერილი იმის შესახებ, რომ სავანის გამოქვაბულები და სამი ტაძარი იხურება განუსაზღვრელი ვადით „კულტურული ღირებულებების“ დაცვის შემოწმების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. უმე-ს სამღვდელოებამ ეს ინფორმაცია გაასაჯაროვა - კერძოდ, იმისთვის, რომ გააფრთხილოს უამრავი მორწმუნე, რომლებიც ლავრის დახურვის საშიშროების შესახებ ინფორმაციის გამო  ცდილობენ, რომ ამ დღეებში თაყვანი სცენ წმინდა ნაწილებს.

„ამან, რა თქმა უნდა გამოიწვია რეზონანსი - და არა მარტო რელიგიურ წრეებში და არა მარტო უკრაინაში - ამიტომ ნაკრძალმა ძალიან სწრაფად გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მთელი ეს ექსპერტიზა არ იქნება ხანგრძლივი, ე.ი. ერთ დღეში დამთავრდება და გამოქვაბულები კვლავ გაიხსნება“, - თქვა მიტროპოლიტმა კლიმენტმა.

მეუფე პროგნოზირებს, რომ საზოგადოების რეაქცია ხელისუფლების მიერ ანონსირებულ ლავრიდან უმე-ს გაძევებაზე ბევრად უფრო მაშტაბური იქნება. 

„თუ გამოქვაბულების დროებით დახურვაზე, ყოველგვარი სათანადო ახსნა-განმარტების გარეშე, ჩვენ ასეთ საზოგადოებრივ გამოხმაურებას შევეჯახეთ, მაშინ რას უნდა ველოდოთ 29 მარტს? საქმე იმდენად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ან ლავრის ხელმძღვანელობის ქმედებებში კი არ არის, საქმე იმაშია, რომ დღეს საზოგადოება, პირველ რიგში კი რელიგიური ხალხი, გულგრილი არ არის იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდება“, - თქვა მღვდელმთავარმა.

მისი სიტყვებით, „ყველას ესმის, რომ ეს (უმე-ს ლავრიდან გაძევება, - რედ.) აბსოლუტურად ხელოვნური, პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესია, რომელიც არ იმსახურებს არაფერს, გარდა ზიზღისა“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მოხელეების ქმედებები მონასტრის მიმართ  იურიდიულ ჭრილში არ განიხილება და ისინი რეგლამენტირებულია მხოლოდ მათი სურვილებით და რაღაც ფანტაზიებით, რომლებიც არანაირი იურიდიული დოკუმენტებით დადასტურებული არ არის  “, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა.

„რადგან დღესდღეობით ჩვენ გვაქვს ლავრაში ლოცვის საშუალება, ამით უნდა ვისარგებლოთ. მანამდე, სანამ ამის საშუალება გვექნება, ვფიქრობ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველ  შეგნებულ აღმსარებელს ესმის, რომ უნდა მოვინახულოთ ეს წმინდა ადგილი, თაყვანი ვცეთ კიევ-პეჩერის ღირსი მამების უხრწნელ წმინდა ნაწილებს და ჩვენი წმინდა წინაპრების ლოცვით, მარხვით და სინანულის ცრემლებით კურთხეულ მიწას“, - თქვა მღვდელმთავარმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, კიევ-პეჩერის ლავრის საძმომ მიიღო ახალი განჩინება გამოსახლებაზე - ამჯერად ხელისუფლება ითხოვს №34 კორპუსის განთავისუფლებას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ