კიევ-პეჩერის ლავრასთან არსებულ ვითარებას უმე-ის სინოდი განიხილავს

15 March 2023 19:24
4361
უმე-ს იერარქების პრესკონფერენცია. ფოტო: скриншот видео Telegram-канала «Политика Страны» უმე-ს იერარქების პრესკონფერენცია. ფოტო: скриншот видео Telegram-канала «Политика Страны»

უმე-ის საქმეთამმართველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული დაპირისპირება იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ეკლესიას და მორწმუნეებს, რომლებიც მზად არიან დაიცვან სიწმინდეები.

20 მარტს გაიმართება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც გადაწყდება უმე-ის ნაბიჯები ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიის დატოვების შესახებ. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე უმე-ის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ანტონმა, ლავრის წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა პავლემ და ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო დეპარტამენტის უფროსმა, მიტროპოლიტმა კლიმენტმა, წერს strana.today.

უმე-ის იერარქებმა, კერძოდ, აღნიშნეს, რომ მათ არ წაუკითხავთ დოკუმენტები ლავრაში მომუშავე სახელმწიფო კომისიის დასკვნებით და ამ კომისიის არც ერთ წევრს არ ჰქონია მონასტრის წარმომადგენლებთან შეხება და კომუნიკაცია.

ჟურნალისტებთან საუბრისას, მიტროპოლიტმა ანტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ავიცილოთ დაპირისპირება უმე-ის მიმართ აგრესიულად განწყობილ ადამიანებსა და მორწმუნეებს შორის, რომლებიც მზად არიან დაიცვან ლავრა.

„ჩვენ წინასწარ არ შეგვიძლია განვჭვრიტოთ რა მოხდება, მაგრამ ვიცით ჩვენი მორწმუნეების განწყობა, რომლებიც დაიცავენ თავიანთ სალოცავებს. გვეუბნებიან, რომ ჩვენდამი ძალიან მტრულად განწყობილი ადამიანები, ფრონტზე მებრძოლებიც კი შეიძლება მოვიდნენ. მინდა ვთქვა, რომ მათ შორის, ვინც ფრონტზე იბრძვის, ბევრია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნე და არ ვისურვებდი, რომ კულტურის სამინისტრომ, სახელმწიფომ სიტუაცია იქამდე მიიყვანოს, რომ აქ, ლავრის ტერიტორიაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ძმები, რომლებიც იცავენ ჩვენს უკრაინას. ამ დროისთვის ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა საღი აზრისა და სამართლიანობის, რომ უფალი შთააგონებს ჩვენს ამჟამინდელ ხელისუფლებას, თავიდან აიცილოს დაპირისპირება“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილი ვითარება „აღელვებს არა მხოლოდ უკრაინულ საზოგადოებას, არამედ უკვე ისმის სიგნალები ევროპის სხვა სახელმწიფოებიდან, სხვა კონტინენტებიდან“.

როგორც მჟკ იტყობინება, ადრე დეპუტატმა პარტია ,,ხალხის მსახურიდან’’ ნიკიტა პოტურაევმა თქვა, რომ 29 მარტს „პატრიოტულად განწყობილი საზოგადოება, განსაკუთრებით ომის ვეტერანები, შეიძლება მოვიდნენ კიევ-პეჩერის ლავრაში, რათა მხარი დაუჭირონ მის განთავისუფლებას მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან.”

კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის, ალექსანდრე ტკაჩენკოს თქმით, თუ უმე-ს იერარქია უარს იტყვის ლავრის ტერიტორიის დატოვებაზე, მათი გასახლება სამართალდამცავების დახმარებით მოხდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ