ლავრის მღვიმეები ევროპის მსგავსად სამუზეუმო ობიექტად უნდა იქცეს, - ტკაჩენკო
კულტურის მინისტრი მიიჩნევს, რომ კიევ-პეჩერის ლავრის მღვიმეები სამუზეუმო ექსპონატად უნდა იქცეს. და ამ საკითხში უკრაინამ ევროკავშირზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.
კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტკაჩენკომ TSN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „სახელმწიფო იზრუნებს შორ და ახლო მღვიმეებზე“, სადაც „მუზეუმის ექსპონატებია“ განთავსებული. და ისინი „შეიძლება გახდნენ, როგორც ეს ხდება ევროპაში, არა მხოლოდ თაყვანისცემის საგნები, როგორიცაა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ტარდება ღვთისმსახურება, ამავე დროს, ის არის სამუზეუმო ექსპონატიც“.
კულტურის მინისტრის თქმით, „ეს ცალკე კომპლექსური საკითხია, რომელსაც საზოგადოებასთან და ექსპერტებთან ერთად მოვაგვარებთ“.
მანამდე ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ კიევ-პეჩერის ლავრას ჩამოართმევდნენ, რადგან უმე-ს არ სურდა რმე-ისგან გამოყოფა.