კინდიიკაში დაბომბვის შედეგად დაზიანდა უმე-ის ტაძარი
დაბომბვა საკვირაო წირვის დროს მოხდა, საბედნიეროდ მრევლიდან არავინ დაშავებულა.
2023 წლის 5 მარტს, ხერსონის გარეუბანში, სოფელ კინდიიკაში, დაბომბვის შედეგად დაზიანდა უმე-ს ღვთისმშობლის შობის ეკლესია, იუწყება t.ks.ua.
დაბომბვა საკვირაო წირვის დროს მოხდა, ამ დროს ტაძარში ბევრი მორწმუნე იყო. ნამდვილი სასწაულია, რომ არავინ დაშავებულა.
„ეს არ არის ტაძრის პირველი დაბომბვა. წინა დაბომბვის შემდეგ, ყველა ფანჯარა ჩაიმსხვრა და ფანერით ამოჭედეს,ამჯერად სრულად დაზიანდა ფანჯრები. ასევე დაზიანდა ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდავი მანქანა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ვალენტინ გოროხოვსკის სახლი ძლიერ დაზიანდა. ამჟამად იქ ცხოვრება შეუძლებელია. მთლიანად დაინგრა სახლის ერთი კედელი, სწორედ იქ ჩამოვარდა ჭურვი.
მრევლი ნამსხვრევებისა და მინებისგან თვითონ ასუფთავებს ტერიტორიას.
როგორც მჟკ ადრე წერდა, ჩერნიგოვის ეპარქიამ გამოუშვა ფილმი ომის პირობებში მორწმუნეების ცხოვრების შესახებ.