ახალი მსოფლიო წესრიგის ამოცანაა მოსახლეობის შემცირება, - მორფის მიტროპოლიტი
კვიპროსის ეკლესიის ეპისკოპოსის თქმით, მსოფლიოს მმართველობა ცდილობს შეამციროს პლანეტაზე ხალხის რაოდენობა, რათა შექმნას მსოფლიო დიქტატურა და ერთიანი რელიგია.
ახალი მსოფლიო წესრიგის ლიდერები ცდილობენ შეამცირონ დედამიწის მოსახლეობა, რათა ადამიანთა კონტროლი და ანტიქრისტეს რელიგიის დანერგვა მოხდეს. ამის შესახებ კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქმა, მორფის მიტროპოლიტმა ნეოფიტემ, «Спаси и сохрани» YouTube არხთან ინტერვიუში განაცხადა.
„მსოფლიო წესრიგის ლიდერები ცდილობენ ახალი პრობლემის შექმნას : ცდილობენ ქალისა და მამაკაცის კავშირი აღარ იყოს, რათა აღარ მოხდეს შვილების გაჩენა. - აღნიშნა ეპისკოპოსმა. „მათ სურთ შეამცირონ პლანეტის მოსახლეობა, მათ სურთ, რომ მსოფლიო მოსახლეობა იყოს მხოლოდ 500 მილიონი - რათა ადვილად შეძლონ კონტროლი. დანარჩენს კომპიუტერები გააკეთებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ამ გზით შეძლებენ შექმნან მსოფლიო დიქტატურა და მსოფლიო რელიგია - ანტიქრისტეს რელიგია. აი, როგორია მსოფლიო მთავრობა“.
მიტროპოლიტის თქმით, დედამიწის მაცხოვრებლების რაოდენობის შემცირების მიზნით, ახალი მსოფლიო წესრიგის ორგანიზატორები ანადგურებენ გარემოს და ადამიანებს ართმევენ ჯანსაღ საკვებს.
„დაიწყება ხელოვნური მიწისძვრები და ხანძრები. ეს ყველაფერი გარემოს განადგურების მიზნით კეთდება. მათ სურთ ზღვები დააშრონ. დღეს წავიკითხე, რომ კვიპროსზე დახლები გაიხსნება, სადაც ხელოვნურ ხორცს გაყიდიან.<...> თქვენი შვილები ნორმალურ საკვებს ვერ მიირთმევენ. ხორციც კი ხელოვნური იქნება, ტექნიკური. როცა ევროპა გვთავაზობს ჭიების და ტარაკნების ჭამას, ვიცინით, მაგრამ ეს უკვე ლეგალიზებულია. ჩვენი შვილებისთვის ეს ჩვეულებრივი გახდება. ეს იქნება მათი მაკდონალდსი“, - თქვა მეუფემ.
როგორც მჟკ იტყობინება, მორფის მიტროპოლიტმა ნეოფიტემ განაცხადა, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის წარმომადგენლები ცდილობენ გაზარდონ მტრობის, სიძვისა და ოკულტური სწავლებების გავრცელება მსოფლიოში. მისი თქმით, ეს ცოდვები არის სულიერი მიზეზი იმ ომებისა, რომლებიც პლანეტაზე მიმდინარეობს.