რმე-ს საეპისკოპოსოს წინამძღვარი: პატრიარქმა კირილმა დიდი შეცდომა დაუშვა
მიტროპოლიტმა იოანემ თქვა, რომ პატრიარქ კირილს ევედრებოდა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან ეშუამდგომლა, რათა მათ რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ ომი უკრაინის წინააღმდეგ.
დასავლეთ ევროპაში რუსული ტრადიციის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა იოანე დუბნინსკიმ (რენეტო), გააკრიტიკა პატრიარქ კირილის პოზიცია, რომელსაც მან არასწორი უწოდა უკრაინის ომთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ვფიქრობ, რომ პატრიარქმა კირილმა დიდი სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკლესიური შეცდომა დაუშვა, რადგან საბოლოოდ ის ქრისტიანული ეკლესიის მიჯნაზე აღმოჩნდა. როდესაც ჩვენი საეპისკოპოსო გაერთიანდა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სამი წელიწადნახევრის წინ, ჩვენ შევძელით დიალოგი. ახლა კი ვხედავთ, რომ საპატრიარქოს ქცევა პოლიტიზებულია. ეკლესიები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან პატრიარქ კირილთან მიახლოება ახლა რისკზე წასვლას ნიშნავს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
მან გაიხსენა, რომ გამოაქვეყნა ღია წერილი პატრიარქ კირილისთვის, სადაც პატრიარქ კირილს ევედრებოდა, რუსეთის ხელისუფლებას თხოვნით მიმართოს, რომ რაც შეიძლება მალე შეწყდეს საზარელი და უაზრო ომი უკრაინის წინააღმდეგ.
მიტროპოლიტმა იოანემ განაცხადა, რომ მთავარეპისკოპოსის ურთიერთობა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კანონიკურია, ეპისკოპოსს კავშირი აქვს სინოდთან. მას მიაჩნია, რომ ასეთი კავშირი სწორედ სინოდთან ურთიერთობას გულისხმობს და არა კონკრეტულ ადამიანთან.
„იმედია, რომ წმინდა სინოდის ყველა წევრი არ იზიარებს პატრიარქის ცალმხრივ შეხედულებას რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ; ღიად რომც არ თქვან, ალბათ ასე ფიქრობენ. ასე რომ, ჩვენ ვრჩებით სინოდთან ერთად და ჩვენს ეპარქიაში პოლიტიკას არ ვეწევით - ამბიონის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია“, - განაცხადა მან.
როგორც მჟკ იტყობინება, 2020 წლის ოქტომბერში მიტროპოლიტმა იოანემ მიმართა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს და მოუწოდა მას „ყველაფერი გაეკეთოს, რათა ბოლო მოეღოს ამ საზარელ ომს, რომელიც ყოფს მსოფლიოს და თესავს სიკვდილსა და განადგურებას“.