ფანარიონის მეთაური - დუმენკოს: ახლა პაპა ფრანცისკე უფრო ახლოს არის თქვენთან
26 იანვარს დუმენკო პატრიარქ ბართლომესთან ოფიციალური ვიზიტით ვატიკანიდან სტამბულში ჩავიდა.
2023 წლის 27 იანვარს მეუ-ს მეთაურის ეპიფანე დუმენკოს ფანარიონში ვიზიტის დროს პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ ახლა რომის პაპი ფრამცისკე უფრო ახლოს არის მეუ-სთან და უკრაინასთან, იუწყება orthodoxtimes.com.
„ამჯერად თქვენ ჩვენთან ძველი რომიდან აქ, ახალ რომში ჩამოხვედით. გვიხარია, რომ საშუალება გქონდათ პაპ ფრანცისკესთვის უშუალოდ მიგეწოდებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, რა ხდება უკრაინაში. იმედი გვაქვს, რომ ვატიკანში თქვენი ბრიფინგის შემდეგ, პირადად თქვენი და უკრაინის რელიგიური გაერთიანებების სხვა წარმომადგენლების, პაპ ფრანცისკეს უფრო გამოკვეთილი დამოკიდებულება ექნება უკრაინაში ომის მიმართ. ხოლო გვერდზე რომ გადავდოთ პოლიტიკური და დიპლომატიური ბალანსები, უფრო ახლოს იქნება თქვენთან და უკრაინის სასარგებლოდ გავლენას მოახდენს ბევრ რომაულ-კათოლიკურ ქვეყანაზე, სადაც მისი სიტყვა გაიჟღერებს“, - აღნიშნა ფანარიონის მეთაურმა.
„გარწმუნებთ თქვენს მიმართ ჩვენს ახლობლობაში და მზაობაში, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია იმ ტკივილისა და აგონიის შესამსუბუქებლად, რასაც ახლა განიცდის თქვენი ხალხი“, - დაამატა მან.
მანამდე, დილით, პატრიარქი ბართლომე ესწრებოდა საღმრთო ლიტურგიას ფანარიონში, წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის წმინდა ნაწილების გადასვენების აღსანიშნავად, რომელსაც ეპიფანე დუმენკო „ხელმძღვანელობდა“.
როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, დუმენკო ვიზიტით ფანარიონში გაემგზავრა.