კანონს რფ-სთან დაკავშირებული კონფესიების აკრძალვის შესახებ მარტში მიიღებენ, - დეპუტატი

27 January 2023 19:29
1913
 პარტია «სლუგი ნაროდა»-ს დეპუტატი ნიკიტა პოტურაევი. ფოტო: zmina.info პარტია «სლუგი ნაროდა»-ს დეპუტატი ნიკიტა პოტურაევი. ფოტო: zmina.info

რადას პროფილური კომიტეტი აპირებს რეკომენდაცია გაუწიოს დეპუტატებს, რომ  მხარი დაუჭირონ ანტიეკლესიურ სახელმწიფო კანონპროექტს.

კანონს  რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ, რომელთა ხელმძღვანელი ცენტრები ქვეყანა-აგრესორში მდებარეობენ, უმაღლესი რადა მეორე წაკითხვით მარტში მიიღებს. ასეთი პროგნოზი გააკეთა პარტია «Слуга народа»-ს („ხალხის მსახური“) სახალხო დეპუტატმა, ჰუმანიტარული და საინფორმაციო საკითხების საპარლამენტო კომიტეტის ხემძღვანელმა ნიკიტა პოტურაევმა, იუწყება ukranews.com

„მთლიანად კანონპროექტის განხილვის ჰორიზონტი მარტია. ვფიქრობ, ეს ვადა სრულიად რეალისტურია“, - თქვა სახალხო დეპუტატმა.

მან აღნიშნა, რომ რადაში არსებობს ორი ანალოგიური კანონპროექტი: ერთ-ერთი მათგანი (№8221) შემოიტანა „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატმა ნიკოლაი კნიაჟიცკიმ, მეორე (№8371) - მინისტრთა კაბინეტმა.

პოტურაევმა აღნიშნა, რომ მისმა კომიტეტმა უკვე გაუწია  პარლამენტს რეკომენდაცია, რომ  საფუძვლად მიიღონ კნიაჟიცკის ინიციატივა, თუმცა აპირებს სახელმწიფო პროექტსაც გაუწიოს რეკომენდაცია. რადაში განსახილველად გამოტანილი იქნება ერთ-ერთი კანონპროექტი. აგრეთვე ამ ორი დოკუმენტიდან შესაძლებელია შეიქმნას  ერთი.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მანამდე პოტურაევის კოლეგა ფრაქციიდან ფიოდორ ვენისლავსკი ვარაუდობდა, რომ №8371 კანონპროექტს მიიღებენ პირველი წაკითხვით ზამთრის დასასრულამდე.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდიულმა განყოფილებამ განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, კანონთა, ნაციონალური კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის პროექტების გაფორმებას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ