იერუსალიმის ყოფილი პატრიარქი ირინეოსი გარდაიცვალა
ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 10 იანვარს, იერუსალიმის ყოფილი პატრიარქი ირინეოსი გარდაიცვალა.
2022 წლის 10 იანვარს, ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, იერუსალიმის ყოფილი პატრიარქი ირინეოსი გარდაიცვალა. ამის შესახებ იერუსალიმის საპატრიარქოს პრესსამსახური იტყობინება.
პატრიარქი ირინეი იერუსალიმის ეკლესიას 2001 წლიდან 2005 წლამდე ხელმძღვანელობდა.
2005 წლის 6 მაისს იერუსალიმის საპატრიარქოს წმიდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ ირინეოსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, მას ბრალი ედებოდა ძველი ქალაქის ეკლესიის ქონების ებრაულ კომპანიებზე იჯარით გაცემაში.
2005 წლის ივნისში იერუსალიმის საპატრიარქოს სინოდმა გადააყენა პატრიარქი ირინეოსი და ბერად აღკვეცა.
2019 წლის 25 ივლისს იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქ თეოფილეს თავმჯდომარეობით, ყოფილ პატრიარქ ირინეოსს ერთხმად მოუხსნა კანონიკური აკრძალვები და აღადგინა წმინდა წოდება „ყოფილი იერუსალიმის პატრიარქის“ წოდებით. იერუსალიმის ეკლესიის სინოდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ირინეის არსებული წოდების აღდგენის შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად, ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული.
იერუსალიმის ყოფილი პატრიარქი ათენის საავადმყოფოში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც მჟკ იტყობინება, 2019 წელს, იერუსალიმის ეკლესიის ყოფილი წინამძღვარი ფილტვის შეშუპების შემდეგ გადაიყვანეს ინტენსიურ მკურნალობაზე.