კიევის ლავრის ნაცვალმა უკრაინის მთავრობას ღია წერილით მიმართა
მიტ. პავლემ აღნიშნა, რომ ეკლესიის დევნას და სიწმინდეების წაბილწვას მოსდევს უბედურება არა მარტო ამ სამარცხვინო ქმედებების ორგანიზატორებისთვის და მონაწილეებისთვის, არამედ იმ მიწისთვისაც, სადაც ეს ხდება.
კიევო-პეჩერის ლავრის ნაცვალმა მიტროპოლიტმა პავლემ და სავანის საძმომ მიმართეს უკრაინის მთავრობას ღია წერილით „მონასტრისა და მისი მრევლის ბოლო დროს გამძაფრებული უფლებების დარღვევის შესახებ“.
წერილში, რომელიც მონასტრის საიტზე იყო გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ „დაწყებული XI საუკუნის დასაწყისიდან ლავრა იყო და იქნება სულიერი ცხოვრების ცენტრი, ბერთა ლოცვითი თავდადების ადგილი, კიევის სიამაყე და მშვენება, რაც აღიარებულია არა მარტო მნახველთა მიერ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძოდ იუნესკოს მიერ“.
მიტროპოლიტმა პავლემ უკრაინის პრეზიდენტს ვ.ა. ზელენსკის, უკრაინის პრემიერ-მინისტრს დ.ა. შმიგალს და უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრს ა.ვ. ტკაჩენკოს შეახსენა, რომ „თავისი არსებობის განმავლობაში ლავრამ არა ერთხელ გადაიტანა დევნა და ნგრევა, მაგრამ ის ყოველთვის ახალი ძალით აღორძინდებოდა ხოლმე და თავის გარშემო კვლავ შემოიკრებდა მართლმადიდებელ ხალხს“.
„საბჭოთა ხელისუფლების უღმერთო დროს კიევო-პეჩერის ლავრა დაკეტილი იყო და თითქმის 70 წელი მუზეუმად იყო ქცეული, ბერთა დიდმა უმრავლესობამ ციხეები და ბანაკები გამოიარა, ბევრი მათგანი სიცოცხლეს გამოასალმეს“, ხოლო ლავრის ტაძრები და კორპუსები დანგრეული და განადგურებული იყო. „მაგრამ 1988 წელს, მართლმადიდებლური მსახურების აღდგენის შემდეგ, ლავრა მონასტრის, საძმოს, ქველმოქმედთა და მრევლის ძალითა და სახსრებით ნანგრევებიდან აღორძინდა“.
მეუფემ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო როგორც მესაკუთრე არ იღებდა და არ იღებს რაიმე ძირითად ზომებს ტაძრების რესტავრაციისთვის და უზრუნველყოფისთვის“, ხოლო სახსრები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მომდინარეობდნენ ამ საქმისთვის, უმნიშვნელო იყო.
„ამიტომ ნაციონალური ნაკრძალი დღემდე ვერ ითვალისწინებს ბალანსით იმას, რაც კეთდება აღდგენისა და რესტავრაციის შედეგად და ხორციელდება უკანასკნელი 30 წლის მანძილზე“, - თქვა ნაცვალმა.
ის ყვებოდა, რომ მონასტერმა არა ერთხელ მიმართა სახელმწიფო მმართველობის შესაბამის ორგანოებს მოთხოვნებით, რომ ტაძრები და ლავრის ნაგებობები დაუბრუნდნენ მის კანონიერ მფლობელს - უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
„კერძოდ, ასეთი მიმართვები მიწოდებული იყო ზედა ლავრის ტაძრების გადაცემის შესახებ, თუ საკუთრებაში არა, მაშინ მუდმივი უსასყიდლო მოხმარებით. თუმცა ეს მიმართვები უპასუხოდ დარჩა, პოლიტიკური მიზეზების გამო“, - ნათქვამია წერილში.
„ერთადერთი, რისი მიღწევაც შეძლო მონასტერმა, რომლის სახსრებითა და ძალებით აშენდა და რესტავრირებულია მიძინების ტაძარი და ტრაპეზის ეკლესია, ეს იყო მათი გადაცემა ღვთისმსახურების დროს საათობრივი მოხმარებით. თანაც ლავრა ყოველთვიურად მნიშვნელოვან თანხას იხდის განათებისთვის და გათბობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტაძრები მუდმივად უნდა თბებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე“, - წერდა მიტროპოლიტი.
მან თქვა, რომ დღესდღეობით ნაციონალური ნაკრძალის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა გააგრძელოს მოლაპარაკებები მიძინების ტაძრისა და ტრაპეზის ეკლესიის საათობროვი მოხმარების შესახებ შემდგომ, 2023 წელს.
„უფრო მეტიც, ბოლო დროს ლავრაში და სხვა მონასტრებში ჩატარებული იყო სამარცხვინო ჩხრეკა და შეიქმნა „ფეიკ-ნიუსები“ ეგრეთ წოდებულ მასიური ინფორმაციის საშუალებებში. ცხადია, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმ მიზნით, რომ ზედა ლავრის ტაძრები გადაეცეს ახლადშექმნილ მეუ-ს“, - აღნიშნა ნაცვალმა.
მას მიაჩნია, რომ „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და კერძოდ კიევო-პეჩერის მიძინების ლავრის მიმართ დამოკიდებულება მოწმობს იმას, რომ უკრაინის სახელმწიფო, რომელმაც განაცხადა თავისი ევროპული დემოკრატიული არჩევანის შესახებ, შორს არის მისი პრაქტიკაში რეალიზაციისგან“.
მეუფემ აღნიშნა, რომ 1995 წელ უკრაინამ ვალდებულება აიღო „დააყენოს საკითხის სამართლებრივი გადაჭრა საეკლესიო საკუთრების დაბრუნების შესახებ“ (ესსა № 190 (1995) 26.09.1995 წ. დასკვნის XI პუნქტის 11 ქვეპუნქტი). 2005 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კვლავ მოუწოდა უკრაინის ხელისუფლების ორგანოებს „დააწესონ ეკლესიის ქონების დაბრუნების მკაცრი წესები, როგორც ამას მოითხოვს № 190 დასკვნის ქვეპუნქტი (1995)» (ესსა რეზოლუცია № 1466 (2005) 05.10.2005 წ.).
ღონისძიებების გეგმით, რომლებიც ითვალისწინებენ უკრაინის ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულებას მისი ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე, „გათვალისწინებული იყო კანონის პროექტის „რელიგიური ორგანიზაციებისთვის საეკლესიო ქონების დაბრუნების წესების დახვეწის შესახებ“ დამუშავება და უკრაინის უმაღლეს რადაში განსახილველად წარდგენა“.
აგრეთვე უკრაინის პრეზიდენტის 2011 წლის 12 იანვრის № 24/2011 ბრძანებით, დადგენილი იყო ღონისძიებათა გეგმა უკრაინის ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, მისი ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე, სადაც ერთ-ერთი აუცილებელი ღონისძიებაა უკრაინის კანონის პროექტის „საკულტო ნაგებობების რელიგიური ორგანიზაციებისთვის დაბრუნების შესახებ“ დამუშავება და უკრაინის უმაღლეს რადაში წარდგენა“.
„ესსა-ს ეს გადაწყვეტილებები და უკრაინის ვალდებულებები მათ შესრულებაზე რეალიზებული არ არის“, - დაასკვნა მიტროპოლიტმა პავლემ.
მან აგრეთვე გაამახვილა ყურადღება, რომ „ესსა-ს დოკუმენტებში ლაპარაკია კონსტანტინოპოლის ეკლესიის არა ახალი ქვეგანაყოფის შექმნაზე და მისთვის საკულტო შენობების გადაცემაზე, არამედ საეკლესიო ქონების დაბრუნებაზე იმ რელიგიური ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ის ჩამორთმეული ჰქონდათ, ამ შემთხვევაში ლაპარაკია მხოლოდ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევო-პეჩერის მიძინების ლავრაზე, როგორც ღირსი ანტონი და თეოდოსი პეჩერელების მიერ დაარსებული ლავრის კანონიერ სამართალმემკვიდრეზე.
მიტროპოლიტმა პავლემ აღნიშნა, რომ „როგორც ისტორიამ დაგვანახა, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის დევნას და სიწმინდეების წაბილწვას მოსდევს უბედურება და წუხილი არა მარტო ამ სამარცხვინო ქმედებების ორგანიზატორებისა და მონაწილეებისთვის, არამედ იმ მიწისთვისაც, სადაც ეს ხდება“.
„ჩვენ ვიცით, რომ თავიდან დევნის შედეგად მცირედმორწმუნეები ჩამოშორდებიან ეკლესიას, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გრძელდება დევნა, ქრისტეს ეკლესია უფრო ძლიერდება, რომელსაც, მისი დამაარსებლის, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სიტყვებით, „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევიან“ (მთ. 16:18).
“ჩვენ გვწამს და გვახსოვს ქრისტეს სიტყვები: „უკეთუ მე მდევნეს თქვენცა გდევნნენ...“ (იოანე 15:20). და ვისაც არ დევნიან, ის ქრისტესთან არ არის. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო მეტს დევნიდნენ ქრისტიანებს, მით უფრო ძლიერდებოდა და ფართოვდებოდა ქრისტიანობა“, - წერდა მიტროპოლიტი.
მან აგრეთვე განაცხადა, რომ ლავრის საძმო უკრაინის მოქალაქეებისგან შედგება და მათ სამშობლოზე გული შესტკივათ, „ის უსუსური მშვიდობა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და რომელიც შეიძლება დაინგრეს გაუაზრებელი ქმედებების შედეგად, რაც გულისხმობს უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტაძრების წართმევას.
„ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა გაგვაჩნია ჩვენდამი მინდობილ ადამიანთა სულების გამო და ვითხოვთ ბოლო მოეღოს უკანონობას და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნას, კერძოდ კი აქ იგულისხმება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევო-პეჩერის მიძინების ლავრა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
მეუფის სიტყვებით, ლავრის საძმო „დაიცავს თავის უფლებებს გაძლიერებული ლოცვით, მრევლის გაერთიანებით ეკლესიის გარშემო და აგრეთვე სამართლებრივი საშუალებებითაც, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ მიტროპოლიტმა პავლემ მიმართა უკრაინის პრეზიდენტს „კიევო-პეჩერის ლავრის“ ნაკრძალის უმე-სთან არენდის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.