ამერიკული მედია: ზელენსკი მოქმედებს უმე-ის წინააღმდეგ ბოლშევიკური მეთოდებით

28 December 2022 14:49
3458
კიევ-პეჩერის ლავრა. ფოტო: wikipedia.org კიევ-პეჩერის ლავრა. ფოტო: wikipedia.org

ამერიკელი ჟურნალისტები თვლიან, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მიზანში ამოიღო უმე, ისტორია კი გვიჩვენებს, რომ ხშირად რელიგია ხდება მკვლელობის საბაბი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ლარი ჯონსონი მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლება უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას „სტალინური“ მეთოდებით დევნის.

ამის შესახებ ჯონსონმა თავის ბლოგში დაწერა და იქიდან მისი სტატია სხვა ამერიკულმა მედიამ გაავრცელა.

ლარიმ თავის მკითხველს უთხრა, რომ „უკრაინაში ქრისტიანების უმეტესობა მართლმადიდებელია; განსაკუთრებით ისინი, ვინც უკრაინის აღმოსავლეთში ცხოვრობენ“ და შობას 7 იანვარს აღნიშნავენ.

მას ასევე სჯერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკეებს და მართლმადიდებლებს სწამთ იესო ქრისტე, ისინი ამჟამად ვერ „მიიჩნევენ ერთმანეთს დაძმებად ქრისტეში“. „სამწუხაროა“, წერს ჯონსონი და აგრძელებს, რომ „წინ უარესია“, რადგან „ზელენსკის უკრაინის მთავრობამ მართლმადიდებლური ეკლესია მიზანში ამოიღო“.

ჯონსონმა თქვა, რომ მას დაუკავშირდა მისი „უკრაინელი მეგობარი“, რომლის თქმით, მომავალ კვირას პოროშენკოს „რადიკალურმა ეკლესიამ“ (ტექსტში ,,radical church UPC Poroshenko Tomos church“, - რედ.) შეიძლება დაეპყროს კიევის ლავრა, რადგანაც „ ზელენსკი და მისი მინისტრები უგულებელყოფენ ლავრის მეთაურის, მიტროპოლიტ პაველის მოწოდებას, გააგრძელონ კონტრაქტი კიევ-პეჩერის ლავრის წმინდა მიძინებისა და სატრაპეზოს ეკლესიებში ღვთისმსახურებაზე.

რადიკალები ,,აზოვიდან’’ და ,,მარჯვენა სექტორიდან’’ მოვლენ ლავრაში და შეეცდებიან მასზე კონტროლის ხელში ჩაგდებას „სანამ რეჟიმი გადაწყვეტს რა გააკეთოს ლავრასთან დაკავშირებით“, წერს ჯონსონი.

ის დარწმუნებულია, რომ ”სწორედ ასეთი რელიგიური დევნა ჩვეულებრივ ასოცირდება სტალინურ საბჭოთა კავშირთან” და აზოვის მოძრაობის შესაძლო ჩართვა ამ მოქმედებაში ”შემაშფოთებელია, რადგან აზოვის მომხრეები არ არიან ქრისტიანები, არამედ წარმართულ რიტუალებს ასწავლიან“.

„კათოლიკური ეკლესიისა და აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერი ლიდერები, თუ მათ გულწრფელად სწამთ იესოს სახარების, უნდა გაერთიანდნენ მშვიდობისა და მკვლელობების შეწყვეტისაშტვის. მაგრამ ისტორია გვეუბნება, რომ როდესაც საქმე მკვლელობას ეხება, რელიგია ადგილს უთმობს ნაციონალიზმს. ან, კიდევ უარესი, რელიგია ხდება მკვლელობის საბაბი“, - აჯამებს თავის სტატიას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი.

ლარი ჯონსონი არის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის ოფისის ვეტერანი. ის არის BERG Associates-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, რომელიც დაარსდა 1998 წელს. 24 წლის განმავლობაში ლარი წვრთნიდა აშშ-ს შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის წევრებს.

მანამდე მჟკ წერდა, რომ Fox News-ის წამყვანის კარლსონ ტაკერის თქმით, უმე-ის განადგურებას და აკრძალვას არანაირი გამართლება არ აქვს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ