როგორ იღებდნენ ეკლესიის წიაღში განახლებითი განხეთქილებისგან
ХХ საუკუნის წმინდა მოწამეები. ფოტო: СПЖ
ეკლესია თავისი არსებით ერთიანია. არ შეიძლება იყოს ორი ეკლესია. ვინც ჩვენს ეკლესიაში არაა, ვინც მასთან განხეთქილებაშია - ის ეკლესიის მიღმაა. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება.
განხეთქილების ჭრილობა ტანჯავს ამჟამად უკრაინის ეკლესიას. თუმცა, განხეთქილება აზიანებს ეკლესიის სხეულს არა პირველად და, როგორც ჩანს, არა ბოლოჯერ. ეს რეალობაა, რომელთანაც გამკლავება თუ არა, ყოველ შემთხვევაში, რაღაცნაირად თანაარსებობა მაინც მოგვიწევს. და ჩვენ იმედით ვუყურებთ ჩვენს წმინდა ახალ მოწამეებს, რომლებმაც თავის დროზე წარმატებებს მიაღწიეს გასული საუკუნის 20-30-იანი წლების განხეთქილების დაძლევაში.
განკვეთავს რა თავისი თავისგან და იღებს რა უკან თავის წიაღში, ეკლესია ხელმძღვანელობს პრინციპით, რომელიც თავად მეუფის მიერაა მოცემული: “რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც და, რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც“ (მათ.18:18). განკვეთის ზომები არ უნდა გიკვირდეს, რამდენადაც ასეთი ნორმების საფუძველში დევს ქრისტეს სიტყვები: „თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის, როგორც მებაჟე ან წარმართი“ (მათ. 18:17). წმინდა ვასილი დიდის წესის მიხედვით განხეთქილებაში მყოფები მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიასთან განხეთქილების გამო უკვე ხდებიან ერისკაცები, ამასთან, არა მართლმადიდებლები.
განახლებითი განხეთქილების არსი შეიძლება დაყვანილ იქნეს იდეოლოგიამდე, რომლის წინ წაწევაც დაიწყო ეკლესიაში ცოცხალმა ეკლესიამ საერო ხელისუფლების სასარგებლოდ. სახელმწიფო ამბობდა: „ხალხი შედგება კლასებისგან. და ერთ კლასს აქვს უფლება გაანადგუროს მეორე“. ეკლესია გვასწავლის, რომ ხალხი შედგება ძმებისა და დებისგან. განახლების მომხრეებმა კაპიტალიზმი ერთსულოვნად ცნეს მომაკვდინელენ ცოდვად. თავიანთ იდეებში განხეთქილებაში მყოფები მიდიოდნენ დოგმატების გადახედვამდე, სადაც, მათი აზრით, მეფობს კაპიტალიზმი და ნეოპლატონიზმი. საშინელი სამსჯავრო, სამოთხე და ჯოჯოხეთი განმარტეს, როგორც ალეგორიული და ზნეობრივი ცნებები, ხოლო სამყაროს შექმნა, როგორც შექმნა „ბუნების ძალების მონაწილეობით“. მრევლს განხეთქილებაში მყოფები, პირველ რიგში, უდგებოდნენ, როგორც „შრომით კომუნას“.
„მე არ შემიძლია ვიყო მართლმადიდებლური რწმენის მოღალატე და საერო ხელისუფლების დამქაში, როგორც განახლების მომხრე, ეს არ მსურს. განახლება არის მტრული რელიგიური მიმდინარეობა და ის მიმართულია რელიგიის დაღუპვისკენ. მე ამის მტერი ვარ“.
წმინდა მოწამე ილია (ბენემანელი)
ხელისუფლებას არ შეიძლება ასეთი გამოხმაურება დარჩენოდა ყურადღების გარეშე. წმინდა მოწამე ილიამ (ბენემანელმა) დაკითხვაზე ასეთი რელიგიური პოლიტიკის შედეგები გამოხატა განხეთქილებაში: „„მე არ შემიძლია ვიყო მართლმადიდებლური რწმენის მოღალატე და საერო ხელისუფლების დამქაში, როგორც განახლების მომხრე, ეს არ მსურს. განახლება არის მტრული რელიგიური მიმდინარეობა და ის მიმართულია რელიგიის დაღუპვისკენ. მე ამის მტერი ვარ“.
განხეთქილებაში ბევრი მიდიოდა პოლიტიკური მიზეზების გამო. სურდათ რა ყოფნა „ხალხთან“ ანუ „წითელ“ ეკლესიასთან. თუმცა, ისინი გარკვეული დროის შემდეგ აცნობიერებდნენ, რომ ეკლესიას არ შეიძლება დაეკავებინა ასეთი მკაფიო პოლიტიკური პოზიცია. ერთ-ერთი ახალმოწამე წერდა: „ჩვენი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, რომელიც მოციქულის მიერ არის აღთქმული, არ შეცვლილა. ხელისუფლებას ხშირად სურს ის, რაც უფალს ეკუთვნის. და აქიდან მომდინარეობს გაუგებრობა ეკლესიასთან ურთიერთობებში. ეკლესია აღარ იქნება ქრისტეს სხეული, თუ თავის ძალებს კეისარს მისცემს და მუხლს მოიყრის მისი ამოცანების წინაშე, დაივიწყებს რა სახარებას“.
ეპისკოპოსის სიბრძნე დევნის დროიდან არ შემცდარა: განხეთქილებაში წასული ბევრი ადამიანი, როცა მიხვდება მის ჭეშმარიტ არსს, დაბრუნდება ეკლესიაში. ამიტომაც, განზე გამდგარ სასულიერო მსახურებს უკრძალავდნენ მსახურებას „მონანიებამდე“. თავად აკრძალვის აქტში უკვე მითითებული იყო გზა, რომლითაც შეიძლება დაბრუნება.
წმინდა მოწამე თეოდორ კოლეროვი განხეთქილებაში იყო და მონაწილეობაც კი მიიღო „ცოცხალი ეკლესიის“ ყრილობაში 1992 წლის აგვისტოში. თუმცა, როცა მან გაიგო განახლების ჭეშმარიტი არსი, გაწყვიტა მათთან ყოველგვარი კავშირი და უკვე ნოემბერში მოინანია წმინდა მოწამე პეტრეს (ზვერევი) წინაშე, რომელმაც დროებით აუკრძალა მსახურება მამა თეოდორეს.
როგორც ვიგებთ წმინდა მოწამე პართენიუსის (ბრიანსკიხი) ცხოვრებიდან, ეპისკოპოსებს შორის მიდიოდა საუბრები იმაზე, რომ ეკლესია არ განიკითხავს სახელმწიფო დანაშაულების გამო, ეს არის პოლიტიკური ხელისუფლების საქმე. ეკლესიაში ცოდვა სახელწოდებით „კონტრრევოლუცია“ არ არსებობს. თუმცა, ასე როდი ფიქრობდნენ განხეთქილებაში მყოფები. წმინდა მოწამე სერაფიმეს (სამოილოვიჩი) ისინი ასწავლიდნენ, რომ მართლმადიდებლები უნდა იყვნენ სოციალური მსოფლიო რევულიციის მომხრეები.
განხეთქილებაში მყოფები, განხეთქილებაში მათი ნებაყოფლობითი წასვლის ფაქტის გამო, ხდებოდნენ არა მართლმადიდებლური აღმსარებლობის ერისკაცები, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ყველა „საიდუმლო“, მათ შორის, ქიროტონია (ხელდასმა) ცნობილი იყო ბათილად.
პატრიარქის მოვალეობის შემსრულებელი, კრუტიცკის მიტროპოლიტი პეტრე (პოლიანსკი), რომელზეც ხარობდნენ ძმები-ეპისკოპოსები, რომ უფალმა „მას სიმამაცე მიანიჭა“, განხეთქილებაში მყოფების ეკლესიასთან შერიგებისას, სიმტკიცით ითხოვდა „გვხსომებოდა, რომ მსოფლიო ეკლესიის კანონიკური წესების მიხედვით ყველა ... ცოცხალი ეკლესიის კრება, უკანონოა... უფლის წმინდა ეკლესიაში კანონიერი და კანონიკურია მხოლოდ ის, რაც კურთხეულია უფლის მიერ დადგენილი საეკლესიო ხელისუფლების მხრიდან... ჭეშმარიტი ეკლესია ერთიანია და ერთიანია მასში გადმოსული სულიწმიდის მადლი... თუმცა, არა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაზე უნდა ისაუბრონ ე.წ. განახლებაში მყოფებმა, არამედ უნდა მოინანიონ გულწრფელად თავიანთი შეცდომები. და ჩვენ, მუხლჩაუხრელად ვლოცულობთ უფლის წინაშე, დაე, მან მოაბრუნოს წმინდა მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში შეცდომაში შესულები“.
წმიდა მოწამე ონუფრი (გაგალიუკი) განხეთქილებიდან მიღების საკითხების თაობაზე ბევრს საუბრობდა სხვა ეპისკოპოსებთან და თავად პატრიარქ ტოხინთანაც, ამიტომაც მისი პოზიცია შეიძლება ჩაითვალოს ისეთად, რომელსაც თავად პატრიარქი ტიხონი ემხრობოდა. მთლიანად უკრაინის სამხრეთ მხარეში ეპისკოპოსები სწორედ ასეთი პრინციპით მოქმედებდნენ.
მოდით, აღვწეროთ მოკლედ.
ყველა განახლების მომხრეს წმინდა ვასილის წესის მიხედვით თვლიდნენ ერისკაცებად, ამასთან, არა მართლმადიდებლებად. ყველაზე მნიშვნელოვანი: კლირიკოსი ან იერარქი, რომელიც განხეთქილებიდან არის მობრუნებული შეიძლება მიღებულ იქნეს ეკლესიაში.
პროცედურა არის ასეთი.
ჯერ ერთი, აუცილებელია ქიროტონიის წყაროების კვლევა ისე, რომ განისაზღვროს, მიღებულ იქნეს მონანიების თუ კურთხეული ხელდასმის გზით.
თუ იერარქმა ან კლირიკოსმა მიიღო ქიროტონია განხეთქილებამდე ერთგული მღვდელმთავრისგან, ასეთებისგან მოითხოვებოდა:
- წერილობითი განდგომა განახლებითი განხეთქილებისგან მისი წარმომადგენლების წინაშე;
- საჯარო განდგომა განახლებისგან მორწმუნე ხალხის წინაშე და
- აღმსარებლობის საიდუმლო მართლმადიდებელი მღვდელის ან იერარქის წინაშე.
ასეთ „სამდონიან“ მონანიებას ჰქონდა მიზანი: ყველას გაეგო, ვინც დარჩებოდა განხეთქილებაში, ისინი დაიღუპებოდნენ; მრევლის წინაშე დაედასტურებინა, რომ მღვდელს სურს კეთილ მწყემსად გადაქცევა; მოინანიოს უფლის წინაშე განდგომის ცოდვა. ამის შემდეგ მღვდელმსახური მიიღება უფლის ეკლესიაში არსებული წოდებით. ეს მდგომარეობა მოტივირებული იყო მოციქულტა 68-ე წესის დებულებით, რომელიც მეორე ქიროტონიის გამო ეკლესიისგან განკვეთით იმუქრება.
ადამიანებისადმი სიყვარულის მიხედვით მაშინ გამოიყენებოდა სრულიად გასაოცარი იკონომიის პრაქტიკა: როცა თავად განახლების ცრუ ეპისკოპოსი თავისი მღვდლებით, მათ მიერ განხორციელებული ქიროტონიების კანონიერების მიუხედავად, ბრუნდებიან ეკლესიის წიაღში - ყველა მის მიერ ხელდასმულს უწმინდესი ტიხონი აკურთხებდა მიეღოთ არსებული ხარისხით მონანიების სამი პირობის შესრულების შემდეგ.
თუმცა, თუ დიაკონი ან ეპისკოპოსი „ხელდასმული“ იყო განხეთქილებაში, რომელიც მადლს მოკლებულია, ის მიღებული ხდება კურთხეული ხელდასმის შემდეგ. რადგანაც ეკლესიას ჩვენ ვაღიარებთ „ერთიანი“ რწმენის სიმბოლოში. ეკლესიის შეხედულება განხეთქილებაში მყოფებთან მიმართებაში ჩამოყალიბდა წმინდა ბასილი დიდის პირველი კანონიკური წერილიდან: „უარყოფილებს, რომლებიც ერისკაცებად იქცნენ, არ ჰქონდათ არც ნათლობის, არც ხელდასმის ძალაუფლება და მათ არ შეეძლოთ სხვებისთვის სულიწმიდის მადლის გადაცემა, რომელსაც თავად იყვნენ მოკლებულნი“. ეს დებულება წესის სახით იქნა აღიარებული VI მსოფლიო საეკლესიო კრების (მე-2 წესი) მიერ. წმინდა მოწამე ონუფრი აღნიშნავს: „აღნიშნული წესის არსის მიხედვით, ეკლესიისგან ყველა განდგომილი, ვინც არ უნდა იყოს ის : ერეტიკოსი, კათოლიკე, პროტესტანტი, სომეხი თუ სხვა ან განხეთქილებაში მყოფი, როგორც ჩვენი თანამედროვე განახლების მომხრე, - მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან განხეთქილების გამო უკვე ხდება ერისკაცი, ამასთან, მართლმადიდებელი“.
ამდენად, განხეთქილებაში მყოფები, მათი განხეთქილებაში ნებაყოფლობითი წასვლის გამო, ხდებოდნენ არა მართლმადიდებლური აღმსარებლობის ერისკაცები, ხოლო ყველა მათ მიერ განხორციელებული „საიდუმლო“, მათ შორის, ქიროტონია (ხელდასმა) ცნობილი იყო ბათილად.
თუმცა, ადამიანებისადმი სიყვარულის მიხედვით მაშინ გამოიყენებოდა სრულიად გასაოცარი იკონომიის პრაქტიკა: როცა თავად განახლების ცრუ ეპისკოპოსი თავისი მღვდლებით, მათ მიერ განხორციელებული ქიროტონიების კანონიერების მიუხედავად, ბრუნდებიან ეკლესიის წიაღში - ყველა მის მიერ ხელდასმულს უწმინდესი ტიხონი აკურთხებდა მიეღოთ არსებული ხარისხით მონანიების სამი პირობის შესრულების შემდეგ.
ანუ, თუ ყოფილი განხეთქილებაში მყოფმა ეპისკოპოსმა განუცხადა მონანიების შესახებ „საჯაროდ თავის სულიერ განხეთქილებაში მყოფ მეთაურებს, მოინანია მორწმუნეების წინაშეც და აღსარება ჩააბარა მართლმადიდებელ მოძღვარს, ხოლო შემდეგ ურთიერთობაში მიღებულ იქნა ეკლესიასთან, - უწმინდესი პატრიარქი ტიხონის მეშვეობით, ყველა ხელდასმული კლირიკოსიც ასევე იქნა მიღებული არსებული ხარისხით, ეკონომიის გამო“.
რა უდევს საფუძვლად ამ პრაქტიკას? სწორი იყო მათი მიღება არსებული ხარისხით თუ აუცილებელი იყო მათი ხელახლა ხელდასმა?
წმინდა მოწამე ონუფრი პასუხობს: „ორივე შემთხვევაში ისინი არიან მადლის გარეშე, რამეთუ ეკლესიის მიღმა იმყოფებიან. აი, რატომაა, ეკონომიის გამო, ეკლესიის კეთილდღეობისთვის დასაშვები ესა თუ ის პრაქტიკა. როცა ეკლესიას მიმართავს მთელი მხარე მისი ცრუ ეპისკოპოსით, ეკლესიასთან ბევრი არამართლმადიდებელი კლირიკოსის დაკავშირების გამო ხდება მათი მიღება არსებული ხარისხით. ლათინობაზე უარის მთქმელ ქსენძებს მართლმადიდებელი ეკლესია იღებდა არსებული ხარისხით არა იმიტომ, რომ მათ მადლს აღიარებდა, არამედ ეკლესიის სარგებლის გამო: რათა შეამსუბუქოს ეკლესიასთან დაბრუნების მსურველთა მიღება. ასეთი აზრი არის გამოხატული კართაგენის კრების 79-ე წესში: „მშვიდობისა და ეკლესიის სარგებლის გამო... დიდი საჭიროებიდან გამომდინარე... ამიერიდან ხდება ქრისტიანთა სამყაროს ხელშემწყობი...“ ...აქ საუბარია არა ნორმაზე, არამედ დათმობაზე, შემწყნარებლობაზე, მშვიდობისა და სარგებლის გამო... ხოლო თუ ეს მშვიდობა და სარგებელი არ იქნება, ამ დათმობების გამოყენება არ შეიძლება“.
თავად მონანიე განხეთქილებაში მყოფების მიღებას ეკლესიის წიაღში მომავალი ახალმოწამე-განმანათლებლები ხშირად აწყობდნენ, როგორც ჭეშმარიტ საეკლესიო დღესასწაულს.
წმინდა პატრიარქი-აღმსარებელი ტიხონი ხელდასმას ახორციელებდა და „მართლმადიდებელი განმანათლებლები კვლავ ახდენენ განახლებაში მყოფი კლირიკოსების ხელახლა ხელდასმას, როცა მათი ცრუ ეპისკოპოსი რჩება განხეთქილებაში და არ ირებენ არსებულ ხარისხში, რადგანაც აქ დათმობა არის... არა ეკლესიის კეთილდღეობა, არამედ ზიანი. განახლებითი განხეთქილება, - წმინდა მოწამე ონუფრის (გაგალიუკი) აზრით, - არის ადამიანის მოდგმის მტრის დახვეწილი ქსელი და ამ ქსელში ბევრი კლირიკოსი და ერისკაცი გაება. რა განსხვავებაა ჩვენსა და მართლმადიდებლს შორის, ყვირიან განახლების მომხრენი, იგივე ღვთისმსახურება, იგივე სამოსელი, იგივე სახარებას ვკითხულობთ სლავურ ენაზე, იგივე რწმენის სიმბოლოს ვგალობთ!... იმას კი არ უხსნიან იმათ, რომ ისინი განუდგნენ უფლის ეკლესიას. აი, საჭიროა გამოვლინდეს პრინციპულად ნორმალური შეხედულება განახლებაში მყოფებზე, რომლითაც ისინი ერისკაცები და ისიც არა მართლმადიდებლები არიან“.
თავად მონანიე განხეთქილებაში მყოფების მიღებას ეკლესიის წიაღში მომავალი ახალმოწამე-განმანათლებლები ხშირად აწყობდნენ, როგორც ჭეშმარიტ საეკლესიო დღესასწაულს.
მაგალითად, ასე აკეთებდა წმინდა მოწამე პეტრე ზვერევი, როცა 1952 წელს დაიწყო სამღვდელოებისა და ტაძრების განხეთქილებიდან მართლმადიდებლობაში დაბრუნება. მეუფე იდგა კათედრაზე, ხოლო მონანიე მღვდლები ამბიონიდან მონანიებას სთხოვდნენ მღვდელმთავარსა და მთელს ხალხს. ღვთისმსახურების დაწყების წინ განახლების ტაძრები ხელახლა იკურთხებოდა. მეუფეს ხვდებოდნენ ბაირაღებითა და ლიტანიობით.
განსაკუთრებულად უნდა გამოიყოს მომავალი პატრიარქის სერგის დაბრუნება განახლებითი განხეთქილებიდან. მონანიება მიტროპოლიტ სერგისთან მიიღო თავად პატრიარქმა-აღმსარებელმა ტიხონმა, რომელმაც მიტროპოლიტ სერგის მოსთხოვა თავისი შეცდომებისგან განკვეთის საჯარო აქტი. ბევრ იერარქს პატრიარქი მშვიდად იღებდა განხეთქილებიდან თავის კელიაში. თუმცა, მიტროპოლიტ სერგისთან მიმართებაში, აუცილებელი იყო ჭეშმარიტებასთან დაბრუნების მნიშვნელობის ჩვენება.
იმ დროის ერთი იერარქი, ამ მოვლენის აღწერისას, ამბობდა: „ტყუილად როდი ამბობენ, რომ „დიდ ხომალდის დიდი ნაოსნობაო“. მიტროპოლიტი სერგეი იყო დიდი ხომალდის მესაჭე, ის იყო „პალატის გონება“, გამოჩენილი იერარქი და არა ჩვეულებრივი. ამიტომაც, უწმინდესმა ტიხონმა მიტროპოლიტ სერგეის მონანიებისა და მიღების ფორმა შესაბამის დიად გარემოში ჩაატარა, რომელიც მის უტყუარ მორჩილებას და გულითად ჭმუნვას აჩვენებდა“.
ღვთისმსახურების დაწყების წინ განახლების ტაძრებს ხელახლა აკურთხებდნენ.
ლიტურგიის წინ მიტროპოლიტმა სერგი მხოლოდ მღვდლის კაბაში, ხალხისა და პატრიარქის წინაშე ამბიონზე მდგომი, მთრთოლვარე ხმით წარმოთქვამს მონანიებას, მუხლს იყრის, „პატრიარქის იპოდიაკვნებისა და არქიდიაკვნების თანხლებით ჩუმად ჩამოდის და უახლოვდება თვინიერ და ყველას მიმტევებელ უწმინდესს. ისევ თაყვანის ცემა. თანდათან ის უწმინდესის ხელიდან იღებს პანაგიას ჯვრით, თეთრ კუნკულს, მანტიასა და კვერთხს. პატრიარქი ტიხონი რამოდენიმე სიტყვით, თბილად, ცრემლებით ესალმება თავის ქრისტესმიერ თანამოძმეს ორმხრივი ამბორით და მონანიებით შეწყვეტილი ჟამნის კითხვა გრძელდება“. ყველაფერი სრულდება უწმინდესი პატრიარქისადმი საღვთო ლიტრუგიის თანამსახურებით.
* * *
ასეთი ბრძნული პოზიცია ეკავათ ჩვენს მომავალ ახალ მოწამეებს ეკლესიის წიაღში განხეთქილებაში მყოფთა დაბრუნების კუთხით. ჩვენ, მართლმადიდებელი ეკლესიის შვილებმა, ჩვენს ცნობიერებაში მტკიცედ უნდა გავაცნობიეროთ ის ჭეშმარიტება, რომ მხოლოდ „უფლის მართლმადიდებელი ეკლესია არის მადლის ერთადერთი დამრიგებელი, რომ მხოლოდ ის არის სულიერი ძღვენის წყარო“. დაე, უფალმა დალოცოს ჩვენი მიწა და დაიცვას ის განხეთქილებისგან.
ფილმი ,,როგორ გავაცდინოთ სკოლა სასარგებლოდ’’: ,,კონკიას’’ კიდევ ერთი ისტორია
ეს ფილმი ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივია, გვიჩვენებს საკმაოდ ტიპურ ყოველდღიურ სიტუაციებს, რომლებიც მაინც დაგაფიქრებთ.
„პიკასო“: სემინარიის ცხოვრების დასაწყისი
ნაწყვეტები ანდრეი ვლასოვის წიგნიდან „პიკასო. ნაწილი პირველი: მონა“. ეპიზოდი 15.
ეკლესია და ლენინის აღთქმები: მეხსიერების ტაბლეტი
სულ ახლახანს ეკლესიას ებრძოდნენ სსრკ-ს დროს. ახლა უკრაინის ხელისუფლება იმავე გზას მიჰყვება.
„მერვე მსოფლიო საეკლესიო კრებისა“ და ამჟამინდელი დროის შესახებ
ელადის ეკლესიაში განაცხადეს, რომ მართლმადიდებლობის დამკვიდრებას უნდა ვუმადლოდეთ მერვე მსოფლიო საეკლესიო კრებას. რა საეკლესიო კრებაა ეს და რატომ დუმს ფანარიონი მასზე?
როგორ იღებდნენ ეკლესიის წიაღში განახლებითი განხეთქილებისგან
განხეთქილების ჭრილობა ტანჯავს უკრაინის ეკლესიას. იმედით ვუყურებთ ჩვენს წმინდა ახალ მოწამეებს,რომლებმაც თავის დროზე მიაღწიეს XX სკ-ის დასაწყისში განხეთქილების დაძლევას.