მეუ-ში უსიკის გამარჯვებას უკრაინელი ხალხის ტრაგედია უწოდეს

მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში ალექსანდრე უსიკი. ფოტო: facebook.com/Alexanderusyk

ალექსანდრე უსიკის გამარჯვება უკრაინელი ხალხის ტრაგედიაა, ხოლო თვით სპორტსმენი - უკრაინის გრანდიოზული პრობლემა. ამის შესახებ მეუ-ს სამხედრო სასულიერო პირთა საერთაშორისო და კონფესიათაშორისი თანამშრომლობის სინოდალური სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვერცხლის ჯილდოს „უკრაინის სახალხო გმირის“ მფლობელმა და სამხედრო კაპელანობის შესახებ დისკრიმინაციული №4626 კანონპროექის თანაავტორმა კონსტანტინე ხოლოდოვმა დაწერა თავის Facebook გვერდზე, სახელოვანი მოკრივის ლონდონში გამარჯვების შემდეგ. 

მეუ-ს წარმომადგენლის აზრით, ტრაგედია მდგომარეობს იმაში, რომ „უკრაინული საზოგადოება არ მიისწრაფვის  ჯანმრთელი ხალხის გაჩენისა  და აღზრდისკენ“, ამის შედეგად „ჩვენ გვყავს ნაძირლები (ავტორს უკრ. покруч – ნარევი, ნაბიჭვარი, - რედ.) ყველგან: თეატრის დიდი სცენიდან და კინოდან დაწყებული ძალოვანი სტრუქტურებით და სპორტით დამთავრებული. თანამედროვე პოლიტიკაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია“.

 „გამოდის, რომ აღზრდა, ფეზხე დაყენება, ხალხში გამოყვანა და საგზურის მიცემა „დამოუკიდებელ“ ცხოვრებაში ნაძირალა-მალოროსებს ჩვენში მხოლოდ მს უმე-ის მსგავსი უცხოური აგენტურული ორგანიზაციები აძლევენ, "КВН" და სხვა ამგვარი ქოლერა. ამიტომ უსიკი უკრაინის გრანდიოზული პრობლემაა“, - განაცხადა ხოლოდოვმა, რომელიც არის მეუ-ს სამხედრო „სასულიერო პირთა“ სამმართველოს უფროსის მოადგილე. 

მანამდე მჟკ წერდა, რომ ალექსანდრე უსიკმა, რომელიც გახდა აბსოლუტური ჩემპიონი სუპერმძიმე წონაში, ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ თავისი გამარჯვებით ადიდებს ქრისტეს, მან აგრეთვე კომენტარი გააკეთა მის წინააღმდეგ გაჩაღებულ საინფორმაციო კამპანიაზე: „ვიცი, ბევრს არ სურდა ეს გამარჯვება. მაგრამ ჩემთვის სულერთია. ღმერთს სხვა გეგმები აქვს“.

მთავარეპისკოპოსმა ელპიდოფორემ აშშ-ში ფანარის იერარქი დასმენაში დაადანაშაულა - მედია

ამერიკის შეერთებული შტატების ფანარის საეგზარქოსოს ხელმძღვანელი თვლის, რომ ნიუ ჯერსის მიტროპოლიტი აპოსტოლოსი მას პატრიარქ ბართლომესთან აკრიტიკებს.

ძიუდოს ფედერაციამ პირჯვრის გადასახვის გამო სერბი სპორტსმენი დასაჯა

ნემანია მაიდოვმა თავისი ხუთთვიანი დისკვალიფიკაციის დეტალები გაამხილა, მიზეზი პირჯვრის გადასახვა იყო.

ამერიკელი პოლიტიკოსი: „ბოლშევიკმა“ ზელენსკიმ მღვდლების ფრონტის ხაზზე გაგზავნა დაიწყო

კენდის ოუენსი გამოეხმაურა ტრანსკარპატიის უმე-ის მონასტრის წინამძღვრის იძულებით მობილიზაციას.

მედიამ უმე-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მონაცემთა ბაზა გამოაქვეყნა

ეკლესიის მიწების დათვლა ხდებოდა ღია რეესტრებით.

მისი უნეტარესი: ხსნა ღვთის საჩუქარია, მისი მოპოვება შეუძლებელია

უმე-ის წინამძღვარმა განმარტა, რომ კარგი საქმეები, როგორიცაა ღარიბებისა და ავადმყოფების დახმარება, თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ხსნის გზას, თუ მათ არ ახლავს ღვთის ნების რწმენა.

რელიგიური მეცნიერი უმე-ის შესახებ: ჩვენ ვიწყებთ ათვლას

ალექსანდრე საგანმა გამოაცხადა ეკლესიის, როგორც იურიდიული პირის, პრივილეგიების შეწყვეტის შესახებ.