ვოლინსკის ეპარქიის მორწმუნეებისგან სვიატოგორსკის ლავრაში 20 ტონა დახმარება ჩაიტანეს

სვიატოგორსკის ლავრა. ფოტო: svlavra.church.ua

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ვოლინსკის ეპარქიის მორწმუნეებმა ერთ კვირაზე ცოტა მეტ დროში შეაგროვეს 20 ტონა კვების პროდუქტი სვიატოგორსკის მიძინების ლავრის მაცხოვრებელთა და დევნილთა დასახმარებლად. ტვირთი მონასტერში 29 ოქტომბერს ჩავიდა, წერს ლავრის პრეს-სამსახური.

„როგორც ყოველ წელს, ვოლინსკისა და ლუცკის მიტროპოლიტის ნათანაელის ლოცვა-კურთხევით, ჩვენ კვლავ შევაგროვეთ შესაწირი სვიატოგორსკის ლავრისთვის. ხალხმა იცის, თუ როგორ დაზარალდა ეს რეგიონი სამხედრო მოქმედებებისგან და ისინი სწრაფად გამოეხმაურენ მოწოდებას, რომ დახმარება გაუწიონ ბერებს და მონასტერში მცხოვრებ დევნილებს“,- ამბობდა კივერცოვსკის ოლქის კეთილმოწესე, ქ. კივერცის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინაძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე კონდრატიუკი, რომელიც ბარგს გზაში მიაცილებდა.

დახმარების შეგროვებაში მონაწილეობა მიიღეს კივერცოვსკის, ცუმანსკის, ლუცკის (ვოლინსკის მიწის ყოველთაწმინდათა საკათედრო ტაძრისა და პოკროვსკის საკათედრო ტაძრის სამრევლოები) და ლიუბეშოვსკის ეპარქიის ნაწილები. კერძოდ, ლიუბეშოვსკის ოლქის მორწმუნეებმა გადასცეს 5 ტონაზე მეტი პროდუქტი.

ტვირთი შეიცავდა ბოსტნეულს: კარტოფილს, ჭარხალს, სტაფილოს, აგრეთვე ფქვილს, ზეთს, მაკარონის ნაწარმს და სხვ.

მორწმუნეებმა ფინანსური დახმარებაც შეაგროვეს.

ჰუმანიტარული ტვირთის წყალობით, რომელიც სვაიტოგორსკის ლავრას მიაწოდეს, მონასტერი იქ მაცხოვრებლებს და დევნილებს არა მარტო უზრუნველყოფს ყველაფრით, რაც აუცილებელია, არამედ ეხმარება მიმდებარე ფრონტისპირა დასახლებულ პუნქტთა მაცხოვრებლებსაც.

ვოლინსკის ეპარქიის მორწმუნეებისგან სვიატოგორსკის ლავრაში 20 ტონა დახმარება ჩაიტანეს

გადასცეს აგრეთვე ფული, რომელიც ვოლინსკის უმე-ს ტაძრებში შეაგროვეს.

ბანჩენის მონასტერში ყვებოდნენ მეუფე ლონგინოზის ჰოსპიტალიზაციის მიზეზზე

მონასტერში ითხოვენ მეუფისთვის ლოცვას, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა. 

სასამართლო სხდომის შემდეგ მეუფე ლონგინოზი რეანიმაციაში გადაიყვანეს

ბანჩენის მიტროპოლიტი ცუდად გახდა სასამართლოს დარბაზში კონფლიქტის შედეგად.

მეუფე თეოდოსი ყვებოდა ჩერკასკის ტაძრის დამცველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

უმე-ს 12 მორწმუნე მძიმე ტრავმებით ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება.

რფ-ის ელჩმა ჩეხეთის ხელისუფლება რმე-ის ქვეყნიდან გაძევებაში დაადანაშაულა

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიწების ერთ-ერთ წინამძღვარს უარი ეთქვა ჩეხეთში ცხოვრების უფლებაზე და ამით  ეკლესიის სამრევლოთა მოღვაწეობა დასრულდა.

ინდოეთში ფესტივალზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ინციდენტის გამომწვევი მიზეზები დგინდება.