სახალხო დეპუტატი: 8371 კანონის კენჭისყრაზე მიტანისთვის რადაში 226 ხელმოწერა შეგროვდა

სახალხო დეპუტატი ალექსიჩუკი. ფოტო: скриншот видео Перший

პარტია ,,ხალხის მსახური’’-ს სახალხო დეპუტატმა ალექსანდრე ალექსიჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ მოახერხა 226 ხმის შეგროვება, რათა სხდომათა დარბაზში კენჭისყრისთვის შეეტანა ანტიეკლესიური კანონპროექტი 8371. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Pershiy-ზე უმე-ის აკრძალვისადმი მიძღვნილ გადაცემაში განაცხადა.

მისი განმარტებით, კანონპროექტი უმაღლეს რადას მეორე მოსმენით არ წარუდგენიათ, რადგან სახალხო დეპუტატები არ იყვნენ დარწმუნებული, რომ ხმას მისცემდნენ.

„იმისთვის, რომ გავიგოთ, რომ კანონპროექტს, რომელიც წარდგენილ იქნება (ურ - რედ.) უმრავლესობა დაუჭერს მხარს, ყველა ფრაქციასა და ჯგუფს შორის იყო შეთანხმება ხელმოწერების შეგროვებაზე, რათა კანონპროექტი გაეტანათ კენჭისყრაზე და ხმა მიეცათ, ”- განმარტა მან.

ალექსიჩუკმა დასძინა, რომ ამ კანონპროექტს კენჭს უახლოეს კვირებში უყრიან და დარწმუნებულია, რომ მას 260+ ხმა დაუჭერს მხარს.

როგორც მჟკ იტყობინება, საერთაშორისო უფლებადამცველი კომპანიის Amsterdam & Partners LLP ხელმძღვანელმა, რობერტ ამსტერდამმა განაცხადა, რომ „მშვიდობის სამიტის“ შემდეგ, რომელიც შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართა, ხელისუფლება უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას თავს დაესხმება  რეპრესიების ახალი ტალღით.

როგორ უნდა ითქვას უარი მობილიზაციაზე რელიგიური შეხედულებების გამო, - იურისტი

უარის თქმის შემთხვევაში, უნდა დაასაბუთოდ თქვენი შეხედულებები სასამართლოში და მოითხოვოთ ალტერნატიული სამსახური.

ნაკრძალში ლავრის მღვიმეთა „დაცვა“ და შესწავლა გადაწყვიტეს

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ისინი იძიებენ ამ „ისტორიული სასაფლაოს“ დაცვის ოპტიმალურ პირობებს.

კიევში ბერების ლავრიდან გამოსახლების საქმეზე სასამართლოს სხდომა გადაიტანეს

საქმის მოსმენის გადადების მიზეზი მუდმივი საჰაერო განგაშია.

ვოლინში დაწვეს ტაძარი, რომელსაც აშენებდა უმე-ს დევნილი მრევლი

დამწვარ ტაძარს მრევლი აშენებდა იმ ტაძრის ნაცვლად, რომელიც მეუ-ს მომხრეთა მიერ იყო მიტაცებული.

პოტურაევი: უმე-ში არიან ისინი, ვინც სახელმწიფოსთან კონფრონტაციაზე წასვლას მოუწოდებს

უმაღლესი რადის პროფილური კომიტეტის მეთაური აცხადებს, რომ უმე ტელევიზიის დასანახად მზად არის ტაძრებთან პროვოკაციები მოაწყოს.

სამხედრო მედიკოსებმა უმე-ს მადლობა გადაუხადეს საევაკუაციო ავტომობილის გამო

მედიკოსთა სიტყვებით, ავტომობილი  სამხედროების გადასარჩენად გამოდგება.