ამტერებენ ერთმანეთს ლუციფერზე უკეთესად,- მიტროპოლიტი ლუკა „Babel“-ის სტატიაში საკუთარ თავზე

მიტროპოლიტი ლუკა (კოვალენკო). ფოტო: Запорожская епархия

„მანიპულაციური ინფორმაცია ჩემს ცხოვრებაზე ღვთისმსახურის რანგში“,- ასე დაახასიათა სტატია ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიტროპოლიტმა ლუკამ, რომელიც გამოქვეყნდა საიტზე  Babel.ua  28 მაისს.  ზაპოროჟიეს ეპარქიის საიტზე გამოაქვეყნეს მეუფის პასუხები ჟურნალისტებს, რომელიც მათ მასალაში ან არ გამოუყენებიათ, ან დაამახინჯეს ჭორების დამატებით.

„ახლახანს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მომმართა თხოვნით მეპასუხა მის რამდენიმე შეკითხვაზე. ვიცოდი რა, რომელი საიტია ეს, მივიღე გადაწყვეტილება -შეკითხვებზე მეპასუხა წერილობით. და არ შევცდი! მე ყოველთვის ღია ვარ და მზად კონსტრუქციური ურთიერთობისათვის, ამიტომ კეთილსინდისიერად ვუპასუხე ყველა დასმულ შეკითხვას, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ჩემი პასუხები გამოყენებულ იქნა მხოლოდ იმისათვის, რომ გაკეთდეს მომდევნო მანიპულაციური შენიშვნა, რომელიც მიმართულია უმე-ს და პირადად ჩემს წინააღმდეგ“,-აღნიშნა ზაპოროჟიეს ეპისკოპოსმა.

მისი ღრმა რწმენით, მასალა წარმოადგენს „ფენოვან ტორტს“ 15-წლიანი უზარმაზარი მასით, რომელიც არაფრით არაა დაკავშირებული ერთმანეთთან,ღმრთისმსახურის რანგში ჩემს ცხოვრებაზე  ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციით“.

მეუფემ დაამატა, ჩანს ისე, რომ ჟურნალისტი აგროვებდა რაც შეიძლება უფრო მეტ ჭორებს და სისაძაგლეებს მის პიროვნებასა და მსახურებაზე.

„გამოქვეყნებულ მასალაში ავტორს მოყავს როგორც თავისი მოსაუბრეები, რომლებიც თითქოს მიცნობენ, ფაქტიურად ჩემი „მოსამართლეები“, მორალურად დეგრადირებული  ადამიანები, რომლებიც  ჩემდამი დაუფარავი ბოროტებით არიან სავსე, ვინც რათქმაუნდა არა მარტო კარგს არ იტყვიან ჩემზე, არამედ პირიქით-მოიგონებენ სისაძაგლეს როგორც ჩემი, ასევე დედა-ეკლესიის მიმართ სიძულვილის გამო“,- ამბობს მიტროპოლიტი ლუკა.

მან ყურადღება მიაქცია, რომ სტატიაში ფაქტიურად გამოყენებულია მხოლოდ რამდენიმე გამონათქვამი, ამოღებული მისი პასუხებიდან, დანარჩენი  მიზანმიმართული რიტორიკაა, რათა  მკითხველს შეუქმნას ნეგატიური დამოკიდებულება მის მიმართ. 

„ამ შემთხვევაში ჟურნალისტი აგროვებს არა იმდენად ფაქტებს,  რამდენადაც მათი დამახინჯებით ცდილობს ის  საკუთარ თვალსაზრისს მოარგოს. პუბლიკაციის დასაწყისში უცებ გახსენდება ის, რომ თითქოს მე ვარ რელიგიათშორის მტრობის გამღვივებელი, მაგრამ ფაქტიურად თვითონ რომ არ ესმის ისე, ავტორი თავის მოსაუბრეებთან ერთად აღვივებს მას ლუციფერზე უკეთესად. თუმცა, შესაძელებელია პირიქით, ძალიან კარგად ესმის...“- ვარაუდობს უმე-ს ეპისკოპოსი.

ეპარქიის საიტზე გამოქვეყნდა პასუხების სრული ვერსია, რომელიც მისცა ზაპოროჟიეს მიტროპოლიტმა ლუკამ პუბლიკაციის ავტორს.

როგორც მჟკ წერდა, მიტროპოლიტ ლუკას წაუყენეს ბრალდება. 2024 წლის 1 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ცნო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ლუკა(კოვალენკო) ეჭვმიტანილად.  ნათქვამია, რომ მიტროპოლიტი ლუკა „პროვოცირებდა და აღვივებდა რელიგიურ სიძულვილს უკრაინაში“. მოგვიანებით მეუფემ  მასთან ჩატარებული ჩხრეკის დეტალებზე ისაუბრა.

პატრიარქმა პორფირემ უკრაინის ელჩთან განიხილა ხელისუფლების შეცდომები უმე-სთან დაკავშირებით

უკრაინის ელჩმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს დევნილთა მიღების გამო.

ლუცკის საკათედრო ტაძარში ბიზნესმენთა ფრესკები მოაშორეს

მეუ-ში პირობა დადეს, რომ შეცვლიან  შემომწირველთა თაყვანისცემის ფორმას, რომელთა გამოსახულებები ადრე ტაძრის კედლებზე გაჩნდა.

დემოკრატი სარა მაქბრაიდი გახდა აშშ-ს კონგრესის პირველი ტრანსგენდერი წევრი

მან პირობა დადო, რომ იქნება დელავერის შტატის საუკეთესო კონგრესმენი.

უმე-ს ლვოვის ეპარქიის სამრევლომ უარყო თავისი ლიკვიდაცია სსა-ში

უმე-ს სამრევლოს მნათემ სოფელ პრისლეპში განაცხადა, რომ რელიგიური ორგანიზაცია აგრძელებს მოქმედებას როგორც იურიდიული პირი.

ფანარის ხელმძღვანელმა ჩიკაგოს მიტროპოლიტი სინოდიდან ახსნა-განმარტების გარეშე გააძევა

მიტროპოლიტის გადაყენების შესახებ ოფიციალური წერილი მას ამერიკის მთავარეპისკოპოსის ელპიდოფორის მეშვეობით გადაეცა.

ტერნოპოლის რეგიონში, უმე-ს მღვდელი გაათავისუფლეს სმც-დან, მას ნეკნი მოტეხილი ჰქონდა

სამხედრო მობილიზაციის ცენტრი, ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის პარამედიკოსმა დაარწმუნა უმე სასულიერო პირი გადასულიყო მეუ-ში, რათა ემსახურა კაპელანად.