მალაია ლუბაშას გაერთიანებამ,სადაც მეუ-მ მიიტაცა ტაძარი,იყიდა მიწის ნაკვეთი
წმინდა პოკროვსკის გაერთიანება უმე სოფელი მალაია ლუბაშა. ფოტო: მჟკ
როვენის ოლქის, კოსტოპოლის რაიონის სოფელ მალაია ლუბაშას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებამ შეიძინა მიწის ნაკვეთი ტაძრის მშენებლობისთვის, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მიტაცებულის ნაცვლად, - იტყობინება მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი.
შემომწირველების წყალობით, მორწმუნეებმა შეძლეს 100х100 მიწის ყიდვა თითქმის სოფლის ცენტრში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირში მასალის გამოსვლის მომენტიდან, სადაც ჩვენი გაერთიანება ითხოვდა სახსრებს მიწის შესაძენად, დაიწყო ფულის შემოდინება, აგრეთვე გამოგვეხმაურა ცნობილი მართლმადიდებელი შემომწირველი ბატონი ბიბა და გამოყო აუცილებელი თანხა“, - მოუყვა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირს დეკანოზმა ალექსეი ონიშჩუკმა, სოფელ მალაია ლუბაშას წმინდა საფარველის მრევლის წინამძღვარმა.
გაერთიანებამ უკვე გააფორმა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, ახლა უნდა მომზადდეს საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა მშენებლობის დასაწყებად.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები სოფელ მალაია ლუბაშიდან მადლობას უხდიან ყველას ფინანსური და ლოცვითი შეწევნის გამო და ითხოვენ, რომ შემდგომშიც არ დატოვონ მხარდაჭერის გარეშე, წინ ხომ ტაძრის მშენებლობაა, რომელიც დიდ დაფინანსებას მოითხოვს.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ გადარიცხონ შესაწირი წინამძღვრის ბარათზე: ПриватБанк 5168 7554 4956 8076 (Онищук Алексей Анатольевич).(ონიშუკ ალექსეი ანატოლევიჩი).
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 11 თებერვალს სოფელ მალაია ლუბაშის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებამ სასამართლოს გზით აიძულა სამართალდამცველები დაერეგისტრირებინათ ადგილობრივი ხელისუფლების კანონდარღვევა მათი ტაძრის უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უკანონო გადაცემის შესახებ.
როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იტყობინებოდა, მალაია ლუბაშას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანება ითხოვს დახმარებას ახალი ტაძრის მშენებლობისთვის, ნაცვლად მიტაცებულისა.
პოჩაევის ლავრაში უმე-ის ასობით მორწმუნემ პატივი მიაგო წმინდა იობის ხსოვნას
ლიტურგიის შემდეგ გაიმართა საეკლესიო მსვლელობა პოჩაევის იღუმენის წმინდა ნაწილებით.
მედია მოუწოდებს ყურადღება მიექცეს ლვოვის რეგიონში უმე-ის აკრძალვის ვითარებას
„დოზორის“ ჟურნალისტები აფრთხილებენ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელია პროვოკაციები ან ლიკვიდაცია ლვოვის ეპარქიაში დარჩენილ თემებში.
ათონის მთაზე გაიხსნა პირველი სასტუმრო მასაჟის სალონით
ამ ინიციატივას უარყოფითი გამოხმაურების ტალღა მოჰყვა.
ბართლომეოსი ტრამპს: ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატები დაიცავს რელიგიურ თავისუფლებას
ფანარის ხელმძღვანელი არწმუნებს აშშ-ს პრეზიდენტს, რომ ის რჩება მშვიდობის ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა ძალისხმევის მხარდამჭერი.
კსა-ში უმე-ის წინამძრვრის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენის გახსნა ასევე ემთხვევა უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრეს აღსაყდრების 10 წლისთავს.
გარდაიცვალა ჩიკაგოსა და ცენტრალური ამერიკის მთავარეპისკოპოსი პეტრე
ახალგაზრდობაში მეუფე წმინდა იოანე შანხაელსა და სან-ფრანცისკოელთან ერთად ცხოვრობდა კელიაში.