ლიტურგიაზე მღვდელს ბრილიანტის მწვანე შეასხურეს
უმე-ის აღდგომის სახელობითი ტაძრის წინამძღვარს ვოლოდიმირ მანძიუკს თავს დაესხნენ ღვთისმსახურების დროს.
2022 წლის 22 მაისს სტრიის აღდგომის ეკლესიაში, ლვოვის რეგიონი, წინამძღვარს ვოლოდიმირ მანძიუკს სახეში ბრილიანტის მწვანე შეასხურეს. თავდასხმა ლიტურგიის დროს მოხდა. მომხდარის შესახებ Facebook-ზე მღვდლის ქალიშვილმა დანა მანძიუკმა დაწერა.
„ეს არის სულის ძახილი! რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მამაჩემი, მამა ვოლოდიმერი, სტრიის უმე-ის მღვდელი. დღეს წირვის დროს მას სახეზე ბრილიანტის მწვანე შეასხურეს ე.წ ნაციონალისტებმა, რომლებიც იტაცებენ ჩვენს ეკლესიებს. კიდევ ერთხელ ვწერ, ჩვენი მღვდლები ლოცულობენ ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ვლოცულობთ საეკლესიო სლავურ ენაზე, ვეხმარებით ყველანაირად: ფულით, ჰუმანიტარული დახმარებით. გახსოვდეთ, ღმერთის დაცინვა არ შეიძლება. თითოეული ჩვენგანი პასუხს აგებს ღმერთის წინაშ“, - წერს დანა.
ფოტოებზე ჩანს, რომ მღვდელს სახე მთლიანად ბრილიანტის მწვანეთი აქვს დაფარული. სითხე თვალებშიც შეესხა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟიტომირის ეპარქიაში უმე-ს ეკლესიის მრვდელი სცემეს და გაიტაცეს.