სერბეთის საპატრიარქომ „მაკედონურ ეკლესიასთან“ დიალოგი განაახლა
შეხვედრა ქალაქ ნისში მაისის დასაწყისში დახურულ ფორმატში სერბეთის პატრიარქ პორფირის თანდასწრებით გაიმართა.
2022 წლის 6 მაისს ზვორნიცასა და ტუზლას ეპისკოპოსმა ფოტიუსმა ქადაგების დროს განაცხადა, რომ სერბეთის ეკლესიამ და ე.წ. მაკედონიურმა ეკლესიამ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ განაახლეს დიალოგი, იუწყება religija.mk.
შეხვედრა ქალაქ ნისში მაისის დასაწყისში დახურულ ფორმატში სერბეთის პატრიარქ პორფირის თანდასწრებით გაიმართა.
ეპისკოპოსმა ფოტიუსმა არ დააკონკრეტა, თუ ვინ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა სერბეთის ეკლესიის წინამძღვარი.
სერბმა ეპისკოპოსმა ქადაგებაში ისაუბრა სიყვარულის დიალოგზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთის ნება რომ ყოფილიყო, აღნიშნული ეკლესია დაუბრუნდებოდა ნორმალურ ერთობას სერბეთის ეკლესიასთან.
„ყველას მოვუწოდებ, ილოცონ 1967 წლის განხეთქილების აღმოფხვრისთვის. განხეთქილების აღმოფრხვა იქნება ეკლესიის სასიკეთოდ და ორი მოძმე ხალხის სასიკეთოდ“, - განაცხადა ეპისკოპოსმა ფოტიუსმა.
როგორც მჟკ მანამდე წერდა, მაკედონიის ხელისუფლება "მაკედონიის მართმადიდებლური ეკლესიის" ავტოკეფალიას სერბეთის პატრიარქთან ერთად განიხილავს.