იურიდიული დეპარტამენტი: უმე-ს აკრძალვის კანონპროექტი გაყოფს ხალხს უკრაინაში

20 April 2022 00:32
21
იურიდიული დეპარტამენტი: უმე-ს აკრძალვის კანონპროექტი გაყოფს ხალხს უკრაინაში

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდიულმა დეპარტამენტმა მიუღებლად მიიჩნია უმე-ის საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტების მიღება.

უმე-ს იურიდიულმა განყოფილებამ ოფიციალური განცხადება გააკეთა იმ კანონპროექტების თაობაზე, რომლებიც მიმართულია უმე-ს საქმიანობის აკრძალვაზე. ტექსტი გამოქვეყნდა უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების საიტზე.

2022 წლის 22 და 26 მარტს უკრაინის უმაღლეს რადაში თანამიმდევრულად დარეგისტრირდა ორი კანონპროექტი - N 7204 „უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალვის შესახებ“ და N 7213 „სინდისისა და რელიგიური ორგანიზაციების თავისუფლების“ შესახებ უკრაინის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) საქმიანობის აკრძალვის ნაწილში, რომლებიც შედიან რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანების) სტრუქტურაში (რომელიც წარმოადგენს ნაწილს), რომლის მმართველი ცენტრიც (სამმართველო) მდებარეობს უკრაინის ფარგლებს გარეთ არსებულ სახელმწიფოში, რომელიც კანონმდებლობით აღიარებულია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განმხორციელებლად და/ან რომელმაც დროებით განახორციელა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია“.

კანონპროექტებში საუბარია, რომ მათი მთავარი მიზანი არის „უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა“ და „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა“. კანონპროექტების ავტორები თვლიან, რომ ამის მისაღწევად უნდა აკრძალონ უკრაინის ტერიტორიაზე „რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს“ საქმიანობა“, მათ შორის, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის..

„უკრაინის პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად შეეჩერებინათ შუღლის გაღვივება ომის დროს რელიგიურ ნიადაგზე, უკრაინის სახალხო დეპუტატებმა გადაწყვიტეს საკანონმდებლო ინიციატივების გზით ცინიკურად და უხეშად აეკრძალათ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა და უკრაინის მილიონობით მოქალაქესთვის ჩამოერთვათ აღმსარებლობის თავისუფლების უფლება“, - განაცხადეს უმე-ს იურიდიულ განყოფილებაში. სამართალდამცველ ორგანოებს არასდროს ჰქონიათ პრეტენზიები უმე-ს მიმართ უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კუთხით. თუმცა, კანონპროექტისადმი განმარტებით წერილში დეპუტატებს შეგნებულად მოჰყავთ უმე-ს წინააღმდეგ ცრუ მტკიცებულებები, ცდილობენ რა ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების შეცდომაში შეყვანას.

უმე-ს იურიდიული განყოფილების განცხადებაში ხაზი გაუსვეს: „მთელი პათოსის მიუხედავად, ამ კანონპროექტებში ჩანს პოროშენკოს დროინდელი რელიგიური პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც წარმოადგენს იმ საშინელების ერთ-ერთ მიზეზს, რომელსაც ახლა განვიცდით“.

უმე-ში დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინის მრავალმილიონიანი მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვა მტკივნეულად აისახება უკრაინის სახელმწიფოზე. გარდა ამისა, ადამიანებისთვის იმის აკრძალვა, რომ დარჩნენ უმე-ს მრევლად, არღვევს მათ უფლება თავისუფლად აირჩიონ აღმსარებლობა და პირდაპირ ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას და ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციას“.

„ყურადღებას ვაპყრობთ იმას, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის რელიგიური ცენტრი - უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის მიტროპოლია - მდებარეობს კიევში, დარეგისტრირებულია უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო მის დამფუძნებელს წარმოადგენს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საეკლესიო კრება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მღვდელმსახურები და მორწმუნეები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრობენ - ხაზი გაუსვეს უმე-ს იურიდიული განყოფილების განცხადებაში. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი მოუწოდებს ყველა მორწმუნეს დაიცვან ჩვენი სახელმწიფო და მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რომ ჩვენი ეკლესიის მორწმუნეები დადგნენ ქვეყნის სადარაჯოზე, ხოლო რელიგიურმა თემებმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ მეომრებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და უპოვრებს. ომის პირველივე დღეებიდანვე ადამიანებმა აჩვენეს ჩვენი ხალხის ერთიანობა მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

„ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვის შესახებ უკანონოა, არღვევს აღმსარებლობის თავისუფლების უფლებას და არავითარ შემთხვევაში არ შეუწყობს ხელს „უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას“ და „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას“, როგორც ეს აღნიშნულია კანონპროექტებში, არამედ პირიქით, საომარ პირობებში გახსნის რელიგიურ ფრონტს უკრაინის მშვიდობიან ტერიტორიაზე და ჩვენს ქვეყანას დაყოფს რელიგიური ნიშნის მიხედვით“, - განაცხადეს უმე-ს იურიდიულ განყოფილებაში.

როგორც ადრე წერდა მჟკ, უმაღლესმა რადამ გამოაქვეყნა უმე-ს აკრძალვის შესახებ კანონპროექტის ტექსტი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ