ალექსანდრიის საპატრიარქომ საეკლესიო სასამართლოში რმე-ს კლირიკები გამოიძახა
მღვდლები გიორგი მაქსიმოვი და ანდრეი ნოვიკოვი უნდა გამოცხადდნენ ალექსანდრიის საპატრიარქოს სასამართლოში 24 თებერვალს.
2022 წლის 18 თებერვალს ალექსანდრიის საპატრიარქოს პირველი ინსტანციის სინოდალურმა სასამართლომ გადააგზავნა უწყება მოსკოვის საპატრიარქოს ორი კლირიკოსის თაობაზე საეკლესიო სასამართლოში, იუწყება გამოცემა "რომფეა".
ალექსანდრიის საპატრიარქომ სასამართლოში გამოიძახა მღვდელი გიორგი მაქსიმოვი და მღვდელი ანდრეი ნოვიკოვი აფრიკის ტერიტორიაზე უკანონო ქმედებების ბრალდებით.
მღვდელმსახურები პირადად უნდა გამოცხადდნენ 2022 წლის 24 თებერვალს დილის 10 საათზე ალექსანდრიის ეკლესიის პირველი ინსტანციის სინოდალურ სასამართლოში საქმის გარჩევისთვის. გამოუცხადებლობის შემთხვევაში ისინი გასამართლდებიან დაუსწრებლად.
ადრე მჟკ წერდა, რომ ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე დასჯით დაემუქრა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ორ კლირიკს.